იტალიური მედია: კვარაცხელიას გასულ სეზონზე მეტი გოლის გატანა შეუძლია - უფრთხილდით "ოსი-კვარას" დუეტს

AutoSharing Option
"ნაპოლის" მიერ "სასუოლოს" განადგურებას და ხვიჩა კვარაცხელიას შესანიშნავ თამაშს იტალიური მედია გამოეხმაურა. როგორც ყოველთვის, ქართველის მიმართ პირველ რიგში საქებარი სიტყვები "კორიერე დელო სპორტმა" არ დაიშურა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ კვარაცხელია ამჯერად არ შეცვალეს, მიმდინარე ტურნირზე რვა გოლი გაიტანა და იმაზე მეტჯერ შეუძლია მეტოქეთა კარის დალაშქვრა, ვიდრე გასულ საჩემპიონო სეზონში, როდესაც მის ანგარიშზე თორმეტი გოლი იყო.

"მიუხედავად "მაპეის" სტადიონის მძიმე გაზონისა, ის მარცხენა ფლანგზე ტრაორესა და მარიო რუისთან ერთად ხავერდოვნად მოქმედებდა, განუწყვეტლივ ცდილობდა გატანას, თავის მომენტს ელოდა და მიზანსაც მიაღწია - მარჯვენითაც,
მარცხენითაც, რისხვითა და დელიკატურობით და მინდორზე ისევე დაქროდა, როგორც გასულ წელს".

ხვიჩას დითირამბები La Repubblica-მაც უძღვნა: "კვარამ" დუბლი მიითვალა და ლამის მოედნის ცენტრიდან დაამწუხრა კონსილი. უფრთხილდით კვარაცხელიას და ოსიმენს, განსაკუთრებით, ჩემპიონთა ლიგაზე 13 მარტს "ბარსელონასთან" ჩასატარებელი მატჩის წინ".

Tuttonapoli წერს: "დაგვიბრუნდი, კვარადონა"; ხაზს მის ჩინებულად გარჯას უსვამს და შეფასებებს გვთავაზობს: Tuttosport 8.5, Corriere dello Sport 8, TuttoNapoli 8, Tuttomercatoweb 8, La Gazzetta dello Sport 7.5.

Calciomercato აღნიშნავს, რომ "სპალეტიანას" გუნდი და "ოსი-კვარას" დუეტი "იუვენტუსისთვის" შეხვედრისთვის მზად არიან, რამეთუ ტანდემმა ისევ გაიბრწყინა და "ნაპოლიმ" ექვსი გოლით საბრძოლო განწყობილება აღიდგინა.

„ნაპოლი“ 40 ქულით მეცხრე ადგილზეა, ჩემპიონთა ლიგაზე გამსვლელ ზონას 8 ქულა აშორებს და 3 მარტს „იუვენტუსს“ უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 13 /
რენდგენმა ნერვიულობის საფუძველი არა გაქვთოო..
აჩი
15:33 07-03-2024
0
კიდევ ერთხელ დავრწმუნდი,რომ ეს პატივსაცემი საიტი მხოლოდ კვარას და ნაპოლის თემითაა დაკავებული, თორემ დღეის მთავარი ნიუსი, ხომ ეროვნული ჩემპიონატი უნდა იყოს,რომელიც დღეს იწყება,მაგრამ არაა!!, ისევ კვარა ,ნაპოლი,მისი პრეზიდენტი,ნეაპოლის სტადიონის რეკონსტრუქცია, ოსიმენისი ტრანსფერი და რა თქმა უნდა სხვადასხვა გამოცემების მხოლოდ ხვიჩას შეფასებები და მისი ქება-დიდების დავარცხნილი ციტატები,თანაც ისე რომ ვერ გაიგო- მათი შეფასებებით ყველაზე მაღალი ოსიმენს რომ ჰქონდა და არა ხვიჩას. გუშინ ხომ გადმოკიდეთ სათაური-უპირობოდ საუკვეთესო იყოვოოო, უმაღლესი შეფასება-10.0 დაიმსახურაოო, დღეს რაღა შეიცვალაა....10.0-ს და 7,5,8.0-ს შორის ძალიან დიდი განსხვავება...თქვენ რა გესწავლებათ ჩემზე კარგად იცით....ისე მართლა საინტერესო თამაშია დღეს ბათუმში და რა ცვლილებები მოხდა ამ გუნდებში და როგორ ხვდებიან ახალ სეზონს მართლა საინტერესოა..
კიდევ ერთხელ დავრწმუნდი,რომ ეს პატივსაცემი გამოცემა მხოლოდ კვარაზე და ნაპოლის
11:24 01-03-2024
13

სიახლეები პოპულარული