"ალბათ, ყავაზე იყო წასული" - Sky Sport-ის ჟურნალისტმა კვარაცხელიაზე იხუმრა

AutoSharing Option
Sky Sport-ის ჟურნალისტმა ლუკა მარკეტიმ Radio Marte-სთან ინტერვიუში "ნაპოლის" შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, მიმდინარე სეზონში "პარტენოპეის" მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე გასვლაა. მარკეტიმ კომენტარი ოსიმენისა და კვარაცხელიას შესახებაც გააკეთა.

"ნაპოლისთვის" მიმდინარე სეზონში მთავარი ამოცანა ჩემპიონთა ლიგაზე გასვლაა, რადგან ამან კლუბს, შესაძლოა, საშუალება მისცეს, რომ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე იასპარეზოს.

ოსიმენი შესანიშნავ ფორმაშია, მან ბოლო მატჩებში თავი გამოიჩინა. დიახ, ის ნამდვილად დაბრუნდა. დაბრუნდა თუ არა კვარაცხელია? დიახ, მაგრამ არ ვიცი, აქამდე სად იყო, თუმცა საბოლოოდ დაბრუნდა. შესაძლოა, ყავაზე იყო გასული, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს
დრო ძალიან დიდხანს გაგრძელდა", - განაცხადა მარკეტიმ.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს სატურნირო ცხრილში 40 ქულით მე-9 ადგილს იკავებს. "პარტენოპეი" მორიგ მატჩს 3 მარტს, "იუვენტუსის" წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

altამ თვეში ევროპის ჩემპიონატზე გავალთ თუ?! - ფინალისა და კვარაცხელიას მოლოდინში...

altიტალიური მედია: კვარაცხელიას გასულ სეზონზე მეტი გოლის გატანა შეუძლია - უფრთხილდით "ოსი-კვარას" დუეტს

altკვარაცხელია "ნაპოლიში" მორიგ ბრწყინვალე მატჩს გამოეხმაურა

მკითხველის კომენტარები / 19 /
კვარა იუვეს და ბარსასაც გაუტანე რა, თორე მარტო სასუოლოსთან და ვერონასთან კარგი თამაში არ არი საკმარისი..
berg
13:14 01-03-2024
3
უმადურო ნეაპოლიტანელებო... შემდეგი სეზონიდან მოხევს კვარა მაქედან, მერე ვნახოთ სად ამოყოფთ თავს და ეკაიფეთ დე ლაურენტისის ბებიას.
pablo
11:33 01-03-2024
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული