ჩაკვეტაძე ტრავმის გამო "მილუოლთან" ვერ თამაშობს

AutoSharing Option
ჩემპიონშიფის 35-ე ტურში „უოტფორდი“ გასვლაზე „მილუოლთან“ 41-ე წუთზე 0:1 მარცხდება. ამ მატჩში მონაწილეობას ვერ იღებს სტუმართა გუნდის ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე.

"უოტფორდის" მწვრთნელმა ვალერიენ ისმაელმა განაცხადა, რომ ჩაკვეტაძემ მუხლის ტრავმა მიიღო და ტკივილს გრძნობს. თუმცა, როგორც ჩანს, გიორგი სერიოზულად არ დაშავებულა, რადგან ისმაელის თქმით, არ გარისკეს და ამიტომ არ შეიყვანეს განაცხადში.

საქართველოს ნაკრები 21 მარტს ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ნახევარფინალში ლუქსემბურგს უმასპინძლებს და იმედია, ჩაკვეტაძე მწყობრში ჩადგომას და ჩვენი გუნდის დახმარებას შეძლებს.

მკითხველის კომენტარები / 11 /
ეხლა ბოლო 20 დღეა დარჩენილი და ტვინი დააატანეთ ვარჯიშის დროსაც.ამ თვეში არაფერი უფრო მნიშვნელოვანი არ არის ვიდრე 21 მარტი!!!
giorgi
20:31 02-03-2024
1
ოღონდ ეგ არა
მი#
19:55 02-03-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული