ზურიკომ გაიტანა - "ბორდო" წაგებას გადაურჩა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლიგა 2-ის 27-ე ტურში „ბორდომ“ გასვლაზე „როდეზთან“ ფრეს მიაღწია - 2:2.

სტუმრები დავითაშვილმა დააწინაურა და გოლი პარტნიორებთან ერთად ორიგინალურად თანაგუნდელი ალბერტ ელისის პატივისცემის ნიშნად აღნიშნა, რომელმაც "გენგამთან" მატჩში მძიმე ტრავმა მიიღო და ხელოვნური კომიდან გამოიყვანეს. ამ სეზონში ჩემპიონატზე ზურიკომ 27 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა და ამდენიმე საგოლე გადაცემა გააკეთა. თუმცა, შემდეგ მასპინძლებმა ორი გოლი გაიტანეს და პირველი ტაიმი 2:1 მოიგეს.

შესვენების შემდეგ „ბორდო“ ბევრს უტევდა, „როდეზი“ კი კონტრიერიშებით პასუხობდა, ორჯერ იონსონის კარიც დალაშქრეს, მაგრამ გოლები თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა, კომპენსირებულ
დროში კი იგნატენკომ ანგარიში გაათანაბრა.

ქართველი 76-ე წუთზე შეცვალეს, მისი თამაში sofascore-მა 7.2 ქულით შეაფასა, ხოლო flashscore-მა 7.0-ით.

ჟირონდული გუნდი 36 ქულით მე-13 ადგილზეა, ლიგა 1-ში გადასავლელი პლეი-ოფის ზონას 6 ქულა აშორებს და 9 მარტს „რუანს“ უმასპინძლებს.

როდეზი. „სტად პოლი“
როდეზი - ბორდო 2:2
გოლები: 0:1 დავითაშვილი (18), 1:1 კორედორი (26), 2:1 ლიპინსკი (45+2), 2:2 იგნატენკო (90+4)

მკითხველის კომენტარები / 3 /
ესეც ფეხბურთელია და ხვიჩაც?
ნეაპოლი
04 მარტი 2024 09:14
1
ოხ როგორი საჭირო 2 ქულა დაკარგეს. ბორდო უკვე ებმევა გადასასვლელ ბრძოლაში.
Რერო
03 მარტი 2024 10:46
1
!!
03 მარტი 2024 00:34
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული