ლა ლიგის 27-ე ტურში "ვალენსიასა" და "რეალის" მატჩი 2:2 დასრულდა.
მასპინძლები თავიდან 2:0 დაწინაურდნენ, მაგრამ ვინისიუსმა შემდეგ დუბლი შეასრულა და შეხვედრა ფრედ დასრულდა.
მასპინძელთა გუნდის მეკარე გიორგი მამარდაშვილს გაშვებულ გოლებში ბრალი არ მიუძღვის - მან 3 დარტყმა მოიგერია. განსაკუთრებით აღსანიშნავია მომენტი, როდესაც ბელინგემს არ გაატანინა. შეხვედრის დასასრულს მამარდაშვილმა ჩაწოდებული ბურთი მოიგერია, შემდეგ ბელინგემმა გაიტანა, მაგრამ მსაჯმა მანსანომ იქამდე თამაში დაასრულა. "სამეფო გუნდის" აღშფოთებული ფეხბურთელები არბიტრს მისცვივდნენ და მან ჯუდს წითელი ბარათი უჩვენა. საერთოდაც, ამ მატჩში ძალიან ბევრი საკამათო ეპიზოდი იყო.
გიორგის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: sofascore 6.7, whoscored 6.6, flashscore 6.6.
"ვალენსიას" 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 37 ქულით მეცხრე ადგილზეა და 9 მარტს "ხეტაფეს" უმასპინძლებს.
ვალენსია. "მესტალია"
ვალენსია - რეალი 2:2
გოლები: 1:0 დურო (27), 2:2 იარემჩუკი (30), 2:1 ვინისიუსი (45+5), 2:2 ვინისიუსი (76)