კალცონა: "კვარა" და ოსიმენი ძალიან მაგრები არიან - მაღალი მიზნებისთვის ბრძოლაში დავბრუნდით

AutoSharing Option
სერია A-ს 27-ე ტურში საკუთარ მოედანზე „იუვენტუსის“ 2:1 დამარცხების შემდეგ კომენტარი „ნაპოლის“ მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ გააკეთა:

"გამარჯვებამ ძალიან გამახარა. ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. წინ დიდი გზა გვაქვს გასავლელი, გაუმჯობესების და მოგებების სურვილი გაგვაჩნია. "კვარა" და ოსიმენი ძალიან მაგარი ფეხბურთელები არიან. მათ რთული პერიოდი გამოიარეს და თავიანთ დონეს დაუბრუნდნენ. მე სხვებზე მინდა ვისაუბრო.

ბურთის ფლობისას მანევრირება გვაქვს გამოსასწორებელი და ვერტიკალურად უკეთ მოქმედება გვმართებს. 10 დღეში სასწაული არ მოხდებოდა. დაშვებულ შეცდომებზე გავამახვილებ ყურადღებას. რაჰმანიმ ტრავმა მიიღო და შეცვლა ითხოვა. შეიძლებოდა უფრო
სერიოზულად დაშავებულიყო და არ გავრისკეთ. მისი მდგომარეობა ხვალ გაირკვევა.

დრო გვჭირდება, რომელიც არ გვაქვს. მაღალი მიზნებისთვის ბრძოლაში დავბრუნდით. ძნელი იქნება, მაგრამ "ტორინოს" უნდა ვძლიოთ. "ბარსელონამდე" ჯერ კიდევ არის დრო. მე ბიჭების მჯერა. მეორე ნომრად მოთამაშე "იუვენტუსმა" რამდენჯერმე რთულ სიტუაციაში ჩაგვაგდო, გაგვიჭირდა, თუმცა მიზანს მივაღწიეთ და კმაყოფილები ვართ".

altროგორი შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ "იუვენტუსთან" მატჩში?

altხვიჩამ "იუვენტუსს" სახლში ისევ გაუტანა - "ნაპოლიმ" ისევ გაიმარჯვა [VIDEO]

alt“ხვიჩამ გაიტანა? ნაღდია? მანახეთ, რა!” - ნიაზ დიასამიძე კონცერტის მსვლელობის დროს [VIDEO]

altხვიჩას გოლის შემდეგ დე ლაურენტისმა ცეკვა დაიწყო [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 10 /
ხვიჩას წარმატება არ მგონია ნორმალურ ადამიანს არ გაუხარდეს მაგრამ რა მოხდა ახალგაზრულში მაშინ უნდა თქვას ჯერ შენი ქვეყანა და მერე ჩვენ ყველანი ერთათ
გოჩა
12:04 05-03-2024
1
ჩემი კომენტარის ადრესატები არიან, ის ჩასაფრებულთა კასტა, რომლებიც წაგების შემდეგ გადაუვლიან ხვიჩას და მოგების შემდეგ კი იმ ქება-დიდებით მოიხსენიებენ რომელიც ჩამოვთვალე. თქვენ უბრალოდ ვერ გამიგეთ და აქეთ შეტევაზე გადმოხვედით და ამაკერეთ იარლიყი: 77 სირცხვილი, ჭკვიან კაცს დაეკითხე, ზიზღი-ბოღმა. გუშინ როგორც ყველა, მეც არა ნაკლებ გულით ვიხარე ხვიჩას წარმატება, ისე რო ჩემს მიმართ გაკეთებული თქვენი კომენტარი უადგილოა და ნამდვილად არ მივიღებ! რაც შეეხება ჩემი კომენტარის შინაარს, გამგები გაიგებდა თუ რისი თქმა მინდოდა! მე უბრალოდ ვერ ვიტან იმ მლიქვნელების ჯგუფს, რომლებიც თავს ესხმიან ხვიჩას. პატივისცემით ზურა.
მანფრედ კალცის, მიროს, ვაჰმეს.
15:18 04-03-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული