"კრემონეზემ" ლოჩოშვილის გარეშე ურთულესი მატჩი მოიგო

AutoSharing Option
სერია B-ს 28-ე ტურში „კრემონეზემ“ გასვლაზე „მოდენა“ 1:0 დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ კრემონული გუნდი 84-ე წუთზე რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა, მაგრამ კომპენსირებულ დროში მაინც შეძლო გამარჯვების გოლის გატანა.

სტუმართა გუნდის მცველი ლუკა ლოჩოშვილი სათადარიგო იყო.

„კრემონეზე“ 53 ქულით მეორე ადგილზეა და 9 მარტს „კომოს“ უმასპინძლებს.

მოდენა. „ალბერტო ბრალია“
მოდენა - კრემონეზე 0:1
გოლი: ბიანკეტი (90+5)
გაძევება: იონსენი (84, კრემონეზე)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული