"კვარაცხელიაზე პენალტი არ იყო - "ნაპოლი" მოგებას არ იმსახურებდა" - ფედელეს და ალვინოს ალტერნატიული მოსაზრება

AutoSharing Option
საფეხბურთო აგენტმა და "პარმას" ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ენრიკო ფედელემ რადიო Marte-ს ეთერში განაცხადა, რომ "იუვენტუსის" მცველ ანდრეა კამბიასოს მატჩის დასაწყისში "ნაპოლის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიასთან საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთზე ბრძოლისას თამაშის წესები არ დაურღვევია.

"ეს პენალტი არ იყო, არაფერი არ იყო. ვინც Mediaset-ზე პროგრამა "პრესინგს" უყურა, ნახავდა, რომ კვარაცხელიას ეჭირა კამბიასოს ხელი და ფოლი მისი მხრიდან იყო. ყოფილმა მსაჯმა მაურო ბერგოციმ RAI-ზე თქვა, რომ პენალტი იყო? ყოფილი არბიტრი გრაციანო ჩეზარი მიიჩნევს, რომ თერთმეტმეტრიანი არ იყო. სერიოზულ ხალხს მტკიცებულებების უარყოფა არ შეუძლია".

Sportall.Ge

სხვათა
შორის, შეხვედრის წინ ფედელემ განაცხადა, რომ "ნაპოლის" რიგებში უცხოპლანეტელია, მას ვიქტორ ოსიმენი ჰქვია და მისი იმედი უნდა ჰქონოდათ.

ჟურნალისტის, კარლო ალვინოს აზრით კი, არც პენალტი იყო, "იუვენტუსს" არ გაუმართლა, ნეაპოლურმა გუნდმა ცუდად ითამაშა და მოგებას არ იმსახურებდა.

მკითხველის კომენტარები / 14 /
აბსოლიტურად ვეტთანხმები ამ პოსტს
ვლერენსასი
06 მარტი 2024 01:07
0
სრულიად ვეთანხმები ამ პოსტს დიახ
ვლერენსასი
06 მარტი 2024 01:05
1
ნაპოლიში მართლა თამაშობს უცხოპლანეტელი და ეს კვარაა,,ოსიმენს არ ვაკნინებ ისიც ძალიან ძლიერი ფეხბურთელია თუმცა თუ უცხოპლანეტელობაზე და მაგიაზე ვსაუბრობთ კვარა პირველზეა
gel-100
05 მარტი 2024 10:54
1
ამას ესეიგი ნაპოლი როცა აგებს მაშინ უხარია და კვარასაც აქებს, ხოლო თუ ხდება ისე რომ ნაპოლი იგებს მაშინ უკმაყოფილოა და კვარასაც კბენს. ამის გამოსწორება არ იქნება ავადმყოფია რა
stp
05 მარტი 2024 10:34
1
ეჰ, ფედელე, ფედელე, შენც?
Rima
05 მარტი 2024 09:47
0
ვფიქრობ, იუვენტუსს არ გაუმართლა. ისეთი გოლები არ გავიდა, თითქოს უხილავი ძალა იდგა ნაპოლის კარში.
ყველა ვხედავთ, კვარამ ფორმა დიდი ხანია რაც დაიბრუნა, მაგრამ ნაპოლის სუსტი დაცვა ჰყავს და რა აზრი აქვს თავდასხმაში კარგ თამაშს, როცა გოლის საშიშროებაა მუდამ საკუთარ კართან. ბრაზილიის ნაკრებმა სცადა აქცენტის გაკეთება მხოლოდ თავდასხმაზე და 20 წელზე მეტი ხნით დაკარგა ჩემპიონის სახე.
ყველას გილოცავთ კვარას გამარჯვებას!
ლევან
05 მარტი 2024 05:57
0
ჩემს ბავშვობაში ჩვენს უბანში ერთი ბიჭი ცხოვრობდა - კიკო-ლიკო დავარქვით, იმიტომ, რომ თუ იტყოდი
'მაწონი თეთრია" აუცილებლად დაგიწყებდა საწინააღმდეგოს მტკიცებას. ასეა ეს ტიპიც: სულ უნდა ყურადღების ცენტრში იყოს ზოგიერთი ჩვენი ხელმოცარული პოლიტიკოსებივით.
ვაჟა მასწავლებელი
04 მარტი 2024 22:50
3
გენიალურია,ვაჟა მასწავლებელო!კიკო-ლიკო პოლიტიკოსები!დიდ პოეტსაც გაუჭირდება,ორი სიტყვით,მთელი ფენის,ასე ყოვლისმომცველი დახასიათება.
სოსო
05 მარტი 2024 09:52
0
ისე საინტერესო ფსიქოლოგიის კაცია ეს ფედელა შარშან, როცა კვარა დაბრინავდა და ყველა აქებდა ეს აკრიტიკებდა, წელს როცა ხვიჩა ძველებურად არ ბრწყინავდა და უმეტესობა აკრიტიკებდა ეს იცავდა და აქებდა.DDDD
tobo
04 მარტი 2024 22:49
1
სათვალეშიც ბრუციანი ხარ? რას ბოდავ
ლალუკა
04 მარტი 2024 22:07
2
ყველანაირად ცდილობენ ეს ტროლი ჟურნალისტები რო კვარას ფსიქოლოგიაზე იმოქმედონ და თვითშეფასება დაუგდონ, თითქოს ნაპოლში მეორეა ღირებულებით და მნიშვნელობით და ოსიმენი პირველია. ამას იმიტომ აკეთებენ რო ოსიმენი მიდის ამ ზაფხულში და კვარა რჩება, ამიტომ რომელ გუნდსაც ლობირებენ და დავალებულები არიან იმ გუნდის სასარგებლოდ კვარას განეიტრალებას ცდილობენ ფსიქოლოგიურად. უბრალოდ წყალს ნაყავენ, არაფერი გამოუვათ დარწმუნებული ვარ.
გიორგი
04 მარტი 2024 22:02
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული