როდესაც უკანდასახევი გზა მოჭრილია - როგორი იქნება "ტორინოსთან" "ნაპოლის" სასტარტო შემადგენლობა

AutoSharing Option
დღეს, სერია A-ს 28-ე ტურში, "ნაპოლი" "ტორინოს" უმასპინძლებს და პირველ წრეში 0:3 მარცხისათვის რევანშის აღებას შეეცდება. ყველა ნეაპოლური გამოცემა და აგრეთვე Sky Sport-ი ირწმუნებიან, რომ მწვრთნელი ფრანჩესკო კალცონა შემდეგ სასტარტო თერთმეტეულს დააყენებს: მერეტი, დი ლორენცო, ესტეგორი, ჟუან ჟეზუსი, მარიო რუი, ანგისა, ლობოტკა, ზელინსკი, პოლიტანო, კვარაცხელია, ოსიმენი. სტუმართა რიგებში საბა საზონოვი, სავარაუდოდ, ძირითად შემადგენლობაში არ იქნება.

რევანშს რომ თავი დავანებოთ, სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, "ნაპოლის" უკანდასახევი გზა მოჭრილი აქვს. "ტუტოსპორტის" ცნობით, ვიქტორ ოსიმენის პერსონალური მეურვეობა ალესანდრო ბონჯორნოს დაევალება, კალცონა კი განსაკუთრებულ იმედებს
ხვიჩა კვარაცხელიაზე ამყარებს, რომელიც ისევ ჩადგა ფორმაში.

მომავალი შეხვედრის შესახებ რადიო Crc-თან "ნაპოლის" ყოფილმა ფეხბურთელმა რობერტო პოლიკანომ ისაუბრა: "კალცონას თაობაზე დე ლაურენტისს ფიქრის დრო არ აქვს. არ მგონია, რომ გადაწყვეტილებას მალე მიიღებს. რა თქმა უნდა, თუ გუნდი ჩემპიონატზე მეხუთე ადგილზე გავა, მის სამსახურზე უარს ვერ იტყვის და სხვას არ მიიწვევს.

თუ ბოლო შედეგებს შევხედავთ, ყველაფერი "ნაპოლის" სასარგებლოდ მიმდინარეობს, მაგრამ ივან იურიჩის გუნდებთან თამაში ყოველთვის რთულია, რადგან "მახრჩობელა პრესინგს" იყენებს და მისი შეგირდები არასოდეს არ ნებდებიან. მასპინძლებს სამოქმედოდ სივრცეები შეზღუდული ექნებათ და მეტოქის დასაძლევად მთელი ტექნიკური არსენალის გამოყენება დასჭირდებათ. ნეაპოლელებს მხოლოდ თვითდაჯერებულობა აკლდათ და საკუთარ პოტენციალს ვერ ავლენდნენ. მოგებებთან ერთად კი ენთუზიაზმიც ბრუნდება".

დაპირისპირება "დიეგო მარადონაზე" თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ტრაორეს გარეშე
ხვიჩას ისევ დააბამენ!
თენგო
09:08 08-03-2024
1
ზილენსკი არ მგონია დააყენოს ძირითადში. ტრაორე უფრო მგონია.
Რერო
09:43 08-03-2024
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული