ხვიჩამ ისევ გაიტანა - "ნაპოლი" "ტორინოსთან" ფრეს დასჯერდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს 28-ე ტურში „ნაპოლისა“ და „ტორინოს“ მატჩი 1:1 დასრულდა.

მოლოდინისამებრ მასპინძლები თავიდანვე დაეუფლენ უპირატესობას, სტუმრებმა კი პრესინგს მიმართეს. პირველი მომენტი კვარაცხელიამ შექმნა, რომლის საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთზე პარტნიორებმა მეურვეებს ვერ დაასწრეს. შემდეგ პოლიტანომ ხვიჩა მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, მაგრამ მის მიერ დარტყმული ბურთი მილინკოვიჩ-სავიჩმა ფეხით მოიგერია. „ტორინომ“ სწრაფი კონტრშეტევით უპასუხა და საპატას მეკარე მერეტმა არ გაატანინა. მერე „კვარამ“ თავით დაარტყა და მილინკოვიჩ-სავიჩმა ისევ არ დაანება გატანა.

მეორე ტაიმი ნეაპოლურმა გუნდმა აქტიურად დაიწყო, მაგრამ მოწინააღმდეგის კარზე სახიფათო იერიშების მიტანა უჭირდა. თუმცა, ქართველმა მესამე
ცდიდან დალაშქრა ტურინელთა კარი. მან ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა, რაც ნეაპოლურ კარიერაში მეორედ მოახერხა. სამწუხაროდ, სანაბრიამ ლამაზი მაკრატელათი მალევე გაათანაბრა ანგარიში. „ნაპოლის“ მწვრთნელმა კალცონამ პოლიტანო რასპადორით, ხოლო ზილენსკი ტრაორეთი შეცვალა და „ნაპოლი“ შტურმზე გადავიდა. 75-ე წუთზე ტრავმა მიიღო „ტორინოს“ მცველმა ჯიჯიმ და მის ნაცვლად მოედანზე საზონოვი შევიდა. დარჩენილ დროში ოსიმენს მეკარემ ორჯერ არ გაატანინა, ხვიჩას შორიდან დარტყმულიც მოიგერია, ცოტა ხანში კვარაცხელიას დარტყმული ბურთი ოდნავ ასცდა მიზანს და შეხვედრა ფრედ დასრულდა.

„ნაპოლი“ 44 ქულით მე-7 ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას 13 მარტს ჩემპიონთა ლიგაზე გასვლაზე „ბარსელონასთან“ ჩაატარებს.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“
ნაპოლი - ტორინო 1:1
გოლები: 1:0 კვარაცხელია (61), 1:1 სანაბრია (64)

მკითხველის კომენტარები / 46 /
პირველ მომენტში ჯერ უნდა დაეწვინა მცველი და მერე უნდა დაერტყა
giorgi
09 მარტი 2024 12:39
2
ჩემი აზრით პირდაპირ უნდა დაერყა, დაუმუშავებლად.
გიორგი
09 მარტი 2024 16:34
1
მიდი ხვიჩა,ასეთი თამაშები ბარსა, ინტერი, რეალი, ინგლისურ კლებებთან. მეტი უბურთოთ მოძრაობა ბურთის მიღებისათვის,პერსონალურ მცველებს რომ თავგზა აუბნიო, მუდმივი აქტიურობა ფლანგებზე, ბურთის მიღების სურვილით..

მაინც არ შეგვჭამეს ამ მეკარეებმა, ყველა ნაპოლისთან რომ იგიჟებს თავს(?!).
გლახუნა
09 მარტი 2024 12:24
3
ხანდახან გენიოსურ რაღაცეებს წააწყდები კომენტარებში. ისეთი რაღაც წავიკითხე მთელ დღეს მეყოფა გუნების გამოსაკეთებლად და სახარხაროდ. Me - მ დაიჩივლა, ბილეთი გამიწითლდა და თან თამაშს ვერ ვუყურეო. დდდ-მ, შენს ადგილას იმ ბილეთზე მეტად გავწითლდებოდიო! ეს იუმორის ბრილიანტი იყო! კომენტარებს ხშირად ვათვალიერებ და ბევრ ასეთ მარგალიტს ვპოულობ. თქვენ გაიხარეთ ჩემი გახარებისათვის და კიდევ ველოდები ასეთ მარგალიტებს.
დღეს ძაან ბედნიერი ვარ, ძველი ხვიჩა დაბრუნდა. მეპატიოს ასეთი აღტკინება, მაგრამ ხვიჩა დღეს იყო ნაკრებ-ნაერთი მთელი ქართველი ვარსკვლავებისა. მასში იყო ყიფიანიც, მესხიც, მეტრეველიც და ა.შ. გიხაროდეთ და იამაყეთ ქართველებო, ეს დიდებული და შესანიშნავი ფეხბურთელი ჩვენი ჯიშისაა. წინ საქართველო!
რაც შეეხება თამაშს, ბოლოს და ბოლოს ეტყობა კალცონეც მიხვდა და აქცენტს ხვიჩაზე აკეთებს, თავისუფლება პოზიციის არჩევისას და ბევრი გადაადგილება, კარში შეუზღუდავად დარტყმები. ისტორიული ფაქტიც დაფიქსირდა - პოლიტანომ არ იღორა და ორი კარგი პასი გაუკეთა ხვიჩას. გულდასაწყვეტია რომ ლავრენტამ კიმ ინ ჯე გაყიდა და ფაქტიურად გუნდს დაცვა გამოაცალა.
თენგაბი
09 მარტი 2024 11:24
4
ათამაშონ რა ეს ტრაორე თავიდანვე, არ შეიძლება? იგივე ოლივეირა ფლანგზე. კი მისცა საგოლე პასი რუიმ ხვიჩას, მაგრამ ართმევაში ძალიან სუსტია. არ მომეწონა რუის თამაში, ყოველ შემთხვევაში წინამატჩელ ოლივეირაზე უკეთესი ნაღდად არ იყო.
09 მარტი 2024 11:22
2
ტორინოს რომ ვერ მოუგებ ბარსასთან რა უნდა ქნა?
ეხხხხხხ
09 მარტი 2024 10:15
20
ბარსასთან ? ის რაც შენთან გაუკეთებიათ !
მალხაზ ჯობავა
09 მარტი 2024 11:17
7
ძალიან მაგრად ითამაშა! ქართული ფეხბურთი გამახსენდა 1964 წლის ნამდვილი ფეხბურთი, რომელიც იყო თამაში და არა ბრძოლა! დიდი სიამოვნება განვიცადე! მადლობა უფალს!
aburjga
09 მარტი 2024 09:52
7
ამ თამაშში ყველაზე მეტად ვისიამოვნე ორი კადრით: გოლი რომ გაიტანა ხვიჩამ და ხელი რომ გადახვია საბას.
Lasha
09 მარტი 2024 09:49
4
პირველ თამაშებში,კალცონა მაინც იმათ ენდო მეტად,ვისაც ადრეც იცნობდა.ახლა კი,უკვე ერკვევა,ვის რა შეუძლია.წინა თამაშში,ხვიჩას თამაში,ფლანგიდან დაავალა,წუხელ კი,პრაქტიკულად თავისუფალი მხატვარის როლში მოგვივლინა.განსაკუთრებით მეორე ტაიმში.დარწმუნებული ვარ,მისი თხოვნა იყო საჯარიმოს გარედან ხშირი დარტყმები და მთელი სეზონი არ დაურტყამს ამდენი,საჯარიმოს გარედან,რამდენიც ამ მატჩში.გასაგებიც იყო,ოსიმენს ძალიან მჭიდროდ იჭერდნენ და წვიმიან ამინდში,საჯარიმოს გარედან დარტყმაც მახვილი იარაღია.ჩემი აზრით,ხვიჩა,სულ ცოტა დუბლის ავტორი უნდა გამხდარიყო,თუმცა ისეთი ფორმა აკრიფა,მაგასაც კიდევ ვნახავთ.მთლიანობაში,ნაპოლის პროგრესი საგრძნობია.ბოლო თამაშებში,ბურთი უფრო სწრაფად მოძრაობს,თუმცა სუსტი დაცვის ცენტრი,ამ მატჩშიც ფეხებში წამოედო ნაპოლის და ჩემპიონთა ლიგის საგზურზე ფიქრის დაწყება,არ გიღირთო,შეგვახსენა.ნახევარდაცვას მთელი თამაში არ შეუძლია აწყობილად თამაში,საკმაოდ ხშირად ჰკარგავს თამაშის ძაფს,თუმცა მთლიანობაში,პროგრესი აქაც არის. იქნებ დალაგდეს ყველაფერი.რამდენიმე თამაშის წინ ხომ ამასაც ვერ წარმოვიდგენდით.საზონოვი კარგად შემოვიდა და არა მგონია, მწვრთნელებს მის მიმართ პრეტენზიები ჰქონდეთ.იქნებ ნაკრებამდე მეტი სათამაშო დრო მისცენ,მწვრთნელებმა.
პ.ს.კვარამ რამდენი ირბინა,იქნებ გამომეხმაუროთ,ვინც იცის?წინასწარ გიხდით,მადლობას.
სოსო
09 მარტი 2024 09:34
4
სოსო-ს!
ხვიჩას სტსტისტიკა ასეთია:
ითამაშა 90წთ
გაირბინა: 7854მეტრი
კარშიდაარტყა 4ჯერ.2ჯერ ზუსტად
დრიბლინგი:3
ბურთს შეეხო 69ჯერ
პასი: 41.36ზუსტი ( 88%)
მწვავე პასი 4ჯერ
ორთაბრძოლა 8.3 წარმატებული
საგოლე მომენტის გაფუჭება 1
დაჯარიმდა 1ჯერ
დაჯარიმდნენ მასთან 1
კიდევ რა გაინტერესებს?))
დავით 67
09 მარტი 2024 14:27
2
,,ნაპოლი,, არ არის, ხვიჩას კალიბრის გუნდი და წერტილი.
100%
09 მარტი 2024 08:35
4
ეროსი მანჯგალაძემ და კოტე მახარაძემ ჯერ კიდევ რადიო რეპორტაჟებით შეაყვარეს ქართველ ხალხს ფეხბურთი. ახლა რა ხდება -'ჰანდიკაპი. პლეიმეიკერი.პარტონოპეი.ბიანკო-ნერო ნერო-ძურო' ვითომ ინელექტის მაჩვენებელია/ ან საიდან მოიტანეს 'საყრდენი ნახევარდამცველი . ჩვენ პირადათ ფულარიანს და მილორავას ვთიშავთ და ისე ვუყურებთ თამაშებს მივმართავთ ფეხბურთის ფედერაციას ჩაატარეთ კონკურსი რომელშიც მიიღებენ მონაწილეობას მხოლოდ მსახიობები რომლებსაც შეუძლიათ გამართული ქართულით რეპორტაჟების წაყვანა წერტილ-მძიმის გამოყებეით და ილაპარაკებენ ფეხბურთზე რეპორტაჟების წაყვანის დროს. სასიამოვნოდ მოსასმენად
ოც კაციანი ჯგუფის სახელით
09 მარტი 2024 08:22
4
სეტანტაზე ყურების დროს,ქართულ რეპორტაჟში ჭყლოპინს რომ დაიწყებენ,რუსულ ენოვან რეპორტაჟზე გადავდივარ ხოლმე.უკეთესი წამყვანები არიან.სამწუხაროდ,ინგლისური მე თვითონ არ ვიცი.
სოსო
09 მარტი 2024 11:24
5
დაუმატე სენაკის 900 კაციანი ძალა. ხელმოწერები გრძელდება.....
მალხაზ ჯობავა
09 მარტი 2024 11:22
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული