"ხვიჩა შესანიშნავი ბიჭია. მის მამასთან, ბადრისთან, ხშირად ვსაუბრობ, უნიკალური ადამიანია. სანამ "კვარა" "ნაპოლიში" გადავიდოდა, "პარტენოპეის" ხელმძღვანელებთან ვისაუბრე და ხვიჩას შესახებ მოვუყევი. მინდოდა გაეგოთ, თუ როგორ ადამიანთან ჰქონდათ საქმე. გარკვეული დროის შემდეგ დამირეკეს და მადლობა გადამიხადეს.
"კვარა" საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია. ხვიჩა ჩვენთან უამრავი ბავშვის კერპია. ვუსურვებ, რომ კიდევ უფრო მაგარ კლუბში გადავიდეს და ჩემპიონთა ლიგის მოგება მოახერხოს",
შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს მომდევნო ტურის მატჩს დღეს, 8 მარტს, საბა საზონოვის "ტორინოს" წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება.
"სანამ თბილისის მერი ვარ, დიღმის ბაზა არ დაინგრევა" - რას აცხადებს კახა კალაძე?
"ფეხბურთი ამიტომაა საინტერესო თამაში" - კალაძე ხვიჩას დანაკლისს გამოეხმაურა