როგორი შეფასება მიიღეს კვარაცხელიამ და საზონოვმა

AutoSharing Option
სერია A-ს 28-ე ტურში „ნაპოლისა“ და „ტორინოს“ მატჩი 1:1 დასრულდა. მასპინძელთა გუნდში შეუცვლელად ითამაშა ხვიჩა კვრაცხელიამ და გოლი გაიტანა, სტუმართა რიგებში კი 75-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე საბა საზონოვი.

მათი თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს - კვარაცხელია: whoscored 8.0, sofascore 8.0, flashscore 8.0. ასეთივე მაღალი შეფასებები მხოლოდ "ტორინოს" მეკარე ვანია მილინკოვიჩ-სავიჩმა მიიღო.

საზონოვი: whoscored 6.1, sofascore 6.8, flashscore 6.1.

მკითხველის კომენტარები / 17 /
მე 10-ს დავუწერდი ხვიჩას, რადგან ათი თავით მაღლა იდგა ყველა ფეხბურთელზე.
დავით 67
02:17 09-03-2024
6
ინდივიდუალურად დღეს ხვიჩას ჰქონდა მეგა მატჩი. ძველი სერია ას ვაიბები წამოიღო, ბაჯო, ტოტი დელპიერო რომ დგამდნენ აპენინის მწვანე მინდვრებზე.
აი რატომ შეარქვეს მას კვარადონა.
პროსტა დატკბით ესეთი ინდივიდუალისტი მოთამაშეები აღარ არსებობენ თანამედროვე ფეხბურთში. ღმერთო ოღონდ ჯანმრთელად იყოს და ხვიჩა მწვერვალებს დაიპყრობს, ბიჭი თითქმის უნაკლო/სრულყოფილი შემტევია. იმ ნაჯახმა როგორი ჩაარტყა და მაინც როგორ გააგრძელა. ეს კალცონას უდიდესი დამსახურებაცაა კვარას სრული კარტბლანში მისცა ყოველგვარი ლიმიტის გარეშე დარტყმებსა თუ სიღრმეში გადაადგილებაზე, უბრალოდ ის ტეხავს რო ცენტრში ისევ მაგრად ცოდავენ ტრაორე 2 თავით ჯობია ზელენსკის და ძირითადში ის უნდა იყოს პოლონელის მაგიერ რომელიც ყოველთვის უთავისუფლებს ხვიჩას სივრცეებს და პლიუს პასს არასოდეს არ უგვიანებს, დაცვა კი ისევ კატასტროფაა, იმედია ბარსასთან იგივე პერფორმანს შემოგვთავაზებს. სეზონის ბოლოს კი წუწურაქს სერიოზული საფიქრალი მოუწევს ან კვარას მინიმუმ 6 ლიმონამდე გაუზრდის ხელფასს ან მას არავინ დაუტოვებს ასეთ მარგალიტს სემიჩკის გასამრჯელოზე და მოუწევს ხვიჩას გაყიდვა.
Charley
02:26 09-03-2024
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული