დავითაშვილის "ბორდო" "რუანთან" ფრეს დასჯერდა

AutoSharing Option
ლიგა 2-ის 28-ე ტურში „ბორდოსა“ და „რუანის“ მატჩი 0:0 დასრულდა.

მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველმა ზურიკო დავითაშვილმა შეუცვლელად ითამაშა. მისი გარჯა ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: sofascore 6.7, flashscore 6.2.

ჟირონდული გუნდი 37 ქულით მე-13 ადგილზეა, გასავარდნ ზონას 4 ქულა აშორებს და 16 მარტს გასვლაზე „ანსის“ დაუპირისპირდება.

ბორდო. „მატმიუტ-ატლანტიკი“
ბორდო - რუანი 0:0

მკითხველის კომენტარები / 2 /
მეტოქე დაცვაში იდგა,ბორდოს კი,მგონი თავის მწვრთნელიანად,წარმოდგენა არ ჰქონდა როგორ გაერღვია ის.არავითარი ინიციატივა,არავითარი დრიბლინგით დაცვის გარღვევის მცდელობა,ან კომბინაცია.ხანდახან შორიდან ცდილობდნენ დარტყმას და ისიც არაზუსტად.ზურიკოსაგან ასე მტკნარი თამაში,არც ნაკრებში გამოგვადგება.ეტყობა არც მწვრთნელი აძლევს თავისუფლებას,თორემ მომტყუებელი რომ არის,ყველამ იცის.
სოსო
10 მარტი 2024 01:26
0
0-0 დასვეს ალბათ.
რადგან ზურიკო თამაშობს არ იკადრებდნენ თუ არ ხდება ცოტ-ცოტა ტოტალიზატორზე ხელის მომართვა.
არის ისეთი თამაშები 5საათი რო ითამაშონ გოლი არ გავა-ასეა წინასწარ დაგეგმილი და იმიტო
Levani
10 მარტი 2024 14:13
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული