შოთა არველაძემ "ფატიჰ კარაგუმრუკის" მწვრთნელის პოსტი დატოვა

AutoSharing Option
თურქეთის სუპერლიგის 29-ე ტურში, სტუმრად "ტრაბზოსპორთან" 1:5 დამარცხების შემდეგ "ფატიჰ კარაგუმრუკის" მწვრთნელი შოთა არველაძე გადადგა.

"მე გუნდისგან მეტს ველოდი. სამწუხაროდ, იმედები ვერ გავამართლეთ. ეს კლუბი მიყვარს, ძალიან დიდ პატივს ვცემ მის პრეზიდენტს, მაგრამ ამ წაგების შემდეგ პოსტს ვტოვებ. სიტუაციის შესაცვლელად გუნდში სხვა ატმოსფეროა საჭირო. დარჩენილ 9 მატჩში გუნდს მძიმე შეხვედრები ელის. ბოდიში, თუმცა მე ეს უნდა გამეკეთებინა", - განაცხადა შოთა არველაძემ.

შოთამ "ფატიჰ კარაგუმრუკი" 23 დეკემბერს ჩაიბარა, მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 14 მატჩიდან 3 მოიგო, 3 ფრედ დაასრულა, 8 წააგო, 29
ქულით მე-17 ადგილზეა და თასის ნახევარფინალში გავიდა.

მკითხველის კომენტარები / 30 /
შოთი არაა მწვრთნელობა შენი საქმე.სადაც მიხვედი ყველა გუნდიდან გამოგაბუნძულეს.რაც გეხერხება იმას მიაწექი.იტინგიცე ლელა წურწუმიას სიმგერებზე ან მთავარ არხზე წაიყვანე იუმორისტული შოუ.
zaza
00:28 10-03-2024
28
ჩასაფრებულები რატო ხართ? გალა რო გამოაგდო მაშინ რატო არაფერი თქვით?
Vito
01:37 10-03-2024
13
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული