შოთა არველაძემ "ფატიჰ კარაგუმრუკის" მწვრთნელის პოსტი დატოვა

AutoSharing Option
თურქეთის სუპერლიგის 29-ე ტურში, სტუმრად "ტრაბზოსპორთან" 1:5 დამარცხების შემდეგ "ფატიჰ კარაგუმრუკის" მწვრთნელი შოთა არველაძე გადადგა.

"მე გუნდისგან მეტს ველოდი. სამწუხაროდ, იმედები ვერ გავამართლეთ. ეს კლუბი მიყვარს, ძალიან დიდ პატივს ვცემ მის პრეზიდენტს, მაგრამ ამ წაგების შემდეგ პოსტს ვტოვებ. სიტუაციის შესაცვლელად გუნდში სხვა ატმოსფეროა საჭირო. დარჩენილ 9 მატჩში გუნდს მძიმე შეხვედრები ელის. ბოდიში, თუმცა მე ეს უნდა გამეკეთებინა", - განაცხადა შოთა არველაძემ.

შოთამ "ფატიჰ კარაგუმრუკი" 23 დეკემბერს ჩაიბარა, მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 14 მატჩიდან 3 მოიგო, 3 ფრედ დაასრულა, 8 წააგო, 29
ქულით მე-17 ადგილზეა და თასის ნახევარფინალში გავიდა.

მკითხველის კომენტარები / 30 /
შენც მოიყვანე რა მაგალითი მაურინიო ინტერის მერე ყველგან ი----ჯ---ს შედეგი არა ის.
ხვიჩაs
19:05 10-03-2024
0
კაი რა შოთი, ან დაბრუნდი პახტაკორში, ან შეეშვი მწვრთნელობას შენ რომ მწვრთნელად ძლებ გუნდებში(პახტაკორის გარდა) მაგდენს კაი თამადა სუფრაზე ძლებს.DDD
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული