კაპელო: კვარაცხელია "ბარსელონასთვის" ნომერ პირველი საფრთხეა

AutoSharing Option
Il Mattino-სთან ინტერვიუში ცნობილმა იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ განაცხადა, რომ "ბარსელონასთან" ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/8-ფინალურ მატჩში "ნაპოლის" გამარჯვების შანსი აქვს და განსაკუთრებულ იმედებს ხვიჩა კვარაცხელიაზე ამყარებს:

"მე გეტყვით, როგორ დაამარცხონ "ბარსელონა". მას სუსტი ადგილი აქვს, ეს დაცვაა. უნდა შეუტიონ და მათი ნაკლი გამოიყენონ. "ბარსა" ყოველთვის ბევრ მომენტს ქმნის, მაგრამ უკანა ხაზში ცარიელ სივრცეებს ტოვებენ და ნეაპოლელებს ამით სარგებლობა მართებთ.

როგორც იქნა, ვნახე, როგორ თამაშობს კვარაცხელია თავის დონეზე. ის შეიძლება მეტოქისთვის ნომერ პირველი საფრთხე იყოს. ასეთი ინტენსივობითა და სისწრაფით შეუძლია თავი
საუკეთესოდ წარმოაჩინოს. ჩემი აზრით, სურს ლიდერი გახდეს, როგორც გასულ სეზონში.

კალცონა ჭკვიანია და გუნდს თავდაჯერება დაუბრუნა. მან იცოდა ფეხბურთელების სუსტი და ძლიერი მხარეები. ოსიმენს რომელიმე კლუბი ძალიან დიდ ფასად გამოისყიდის. არ მეგულება თავდამსხმელი, რომელიც მას შეცვლის".

altროგორ უნდა შეაჩერო ხვიჩა? - "კვარას" შედევრი და მაგალითი საქართველოს ნაკრებისთვის...

alt"იცით, კალცონასთან მუშაობამ რაში დამარწმუნა?" - კულიბალიმ "ნაპოლის" მწვრთნელზე საინტერესო ისტორია გაიხსენა

alt"ბარსელონა" VS "ნაპოლი" - პენალტებს ნუ გამოვრიცხავთ და კვარაცხელია, რომლის შეჩერებაც დამოუკიდებლად უჭირდათ...

alt"ბარსელონასთან" მატჩამდე იტალიური გამოცემა "ნაპოლისთვის" სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს

მკითხველის კომენტარები / 5 /
სანამ მოგება-წაგება-ფრე-ს კოეფიციენტებს შორის სხვაობა არ დაიწევს 0,2-მდე მანამდე ნამდვილ და საღ ფეხბურთს ვერ ვეღირსებით. დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა. ყველაფერს განაგებს ტოტალიზატორი. ია ტაკ დუმაიუ ,რუტიკჯან.
ფიგუ
12 მარტი 2024 10:23
3
დამიჯერე მეგობარო სულ სხვანაირად მუშაობს ტოტალიზატორი. სულ სხვანაირად აკეთებს ფულს. თანაც ისე რომ ვერც ვერავინ მიედავება ვერასდროს. თუ დამიჯერებთ იმასაც ვიტყვი რომ არანაირად არ არის ტოტალიზატორი დაინტერესებული არცერთი მატჩის შედეგით. უბრალოდ ამ პატარა კომენტარში ვერ ავხსნი რატომაც.
ფიგუს
12 მარტი 2024 15:16
0
დავუშვათ პენალტებამდე მივიდა თამაში მაინც შანსი არ აჭვს ნაპოლის ასე რომ ტერშტეგენიაა კარებში ნაპოლის შანსი ნულის ტოლია
ამირანი
12 მარტი 2024 09:53
9
ეს მაგარი აფერისტი ყოფილა!!!
!
11 მარტი 2024 22:54
2
აი როგორ სხვანაირად აჭიკჭიკდით დონ ფაბიო)))
ირაკლი
11 მარტი 2024 19:53
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული