" არავითარი "მაგრამ" - "კვარამ" მეოთხედფინალში უნდა გადაგვათრიოს" - იტალიური მედია

AutoSharing Option
მთელი საფეხბურთო და არასაფეხბურთო ნეაპოლი "ბარსელონასთან" მომავალი მატჩის და საყვარელი გუნდის მეოთხედფინალში გასვლის მოლოდინშია.

Areanapoli წერს, რომ ხვიჩა კვარაცხელია ვარჯიშზე ერთ-ერთი ყველაზე მეტად კონცენტრირებული იყო, ცუდი დღეები უკან მოიტოვა და უნდა "ნაპოლი" გათამაშების შემდეგ ეტაპზე გადაათრიოს:

"უკანასკნელ ხანს ქართველმა თავისი შემოქმედებითობა და ფორმა დაიბრუნა, გოლების გატანა დაიწყო, სურს ამით ისარგებლოს და პოზიტიურ განყობაზე მყოფმა სეზონის უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში თავი წარმოაჩინოს.

სახლში შეხვედრის ფრედ დასრულების შემდეგ, ესპანეთში გამარჯვებას ველით: ყოველგვარი "თუს" და "მაგრამის" გარეშე. "კვარამ" ეს იცის და "კასტელ ვოლტურნოზე" ყველაზე მონდომებულებს შორის
იყო. კაპიტანი ჯოვანი დი ლორენცო იცინოდა, რაც გუნდში კარგ სიტუაციაზე მეტყველებს, რომლის შექმნა მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ შეძლო".

Sportall.Ge

კომენტარი საფეხბურთო მიმომხილველმა პაოლო სპეკიამ და Il Mattino-ს რედაქტორმა ფრანჩესკო დე კორემ გააკეთეს.

პაოლო სპეკია: "ბარსელონას", ისევე, როგორც "ნაპოლის", სირთულეები გააჩნია, თუმცა ძალიან მაღალი კლასის გუნდად რჩება. ხანდახან "გამოირთვება" და ამით "ნაპოლიმ" უნდა ისარგებლოს.

ვიცით, ვისი დამსახურებაა "კვარას" აღორძინება. კალცონამ კარგად იმუშავა ბიჭთან. პირველ რიგში, გაათამამა და ფსიქოლოგიური მდგომარეობა გაუუმჯობესა. "ტორინოსთან" ხვიჩა არაორდინარულად მოქმედებდა, ასეთი ხალისიანი და ბრძოლისუნარიანი არ მინახავს. არაჩვეულებრივი და მომხიბლავი გახლდათ და იმედი გვაქვს, რომ ბარსელონაშიც ასეთივე იქნება. იმედია, ქართველთან ერთად თავის საქმეს ოსიმენიც შეასრულებს".

ფრანჩესკო დე კორე: "ხვალ სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩია. "ბარსელონა" დაუმარცხებელი არაა და გამარჯვების მოპოვება საუკეთესო "ნაპოლის" ძალუძს. გუნდმა ფორმა აღიდგინა. მოგებისთვის იმაზე 20-30%-ით უკეთ თამაშია საჭირო, ვიდრე "იუვენტუსთან" და "ტორინოსთან". კვარაცხელია, როგორც იქნა, ზედმეტი სქემებისგან და ტაქტიკისგან გათავისუფლებული, თავს ლაღად გრძნობს.

ოსიმენი დაბრუნდა და ბევრი გოლი გაიტანა, მაგრამ იმაზე ნაკლები, რამდენსაც მისგან ველოდით. ხვალ გამოჩნდება, ეს ბიჭი "ნაპოლის" რამდენად ერთგულია".

Sportall.Ge

calcionapoli24 იტყობინება, რომ კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი გუნდთან ერთად კატალონიაში გაფრინდა და სურათსაც აქვეყნებს.

alt"ბარსელონასთან" პენალტების სერია? - ფედელემ გაამხილა, ვინ შეიძლება შეასრულოს თერთმეტმეტრიანები

altკაპელო: კვარაცხელია "ბარსელონასთვის" ნომერ პირველი საფრთხეა

altროგორ უნდა შეაჩერო ხვიჩა? - "კვარას" შედევრი და მაგალითი საქართველოს ნაკრებისთვის...

alt"იცით, კალცონასთან მუშაობამ რაში დამარწმუნა?" - კულიბალიმ "ნაპოლის" მწვრთნელზე საინტერესო ისტორია გაიხსენა

alt"ბარსელონა" VS "ნაპოლი" - პენალტებს ნუ გამოვრიცხავთ და კვარაცხელია, რომლის შეჩერებაც დამოუკიდებლად უჭირდათ...

alt"ბარსელონასთან" მატჩამდე იტალიური გამოცემა "ნაპოლისთვის" სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს

მკითხველის კომენტარები / 11 /
რა კაია ხვიჩა ის ქენი ეს ქენი აქ გაგვიყვანე ის მოგვაგებინე … თქვენი უფროსი რამდენ ხელფასსაც აძლევს რო ავიღოთ მაგალითი 1 გოლი და 1 ასისტის ღირსიც არ არის))))
kvara
02:01 12-03-2024
1
ჟელენსკი იღევს 4მილიონამდე და იმან რო გადაგათრიოთ არა? ))) მარტო კვარა კიარა მარტო მესიც ვერ გიშველიდათ კსე ხართ მორყეული....
რონი
07:13 12-03-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული