"ნაპოლი" "ბარსელონასთან" დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ მატჩში „ნაპოლი“ გასვლაზე „ბარსელონასთან“ 1:3 დამარცხდა, ორი შეხვედრის ჯამში დაპირისპირება 2:4 დათმო და გათამაშებას გამოეთიშა.

პირთამდე სავსე სტადიონზე შეხვედრა მაღალ ტემპში, ორმხრივი შეტევებით დაიწყო. პირველი მომენტი მასპინძლებმა შექმნეს, მაგრამ ფერმინმა ბურთი კარს ააცილა. ცოტა ხანში კი ტრადიციულად ჩავარდა ნეაპოლელთა დაცვა და ფერმინმა თავისი გუნდი დააწინაურა. შემდეგ მერეტის კარი კანსელომ დალაშქრა და სტუმრები თავიდანვე მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდნენ, რომლებიც თამაშის დალაგებას ვერ ახერხებდნენ და ბურთი კვარაცხელიამდე არ მიდიოდა. თუმცა რაჰმანიმ ანგარიში შეამცირა. მერე დი ლორენცოს თავური ტერ შტეგენმა
მოიგერია და პირველი ტაიმი 2:1 დასრულდა.

მეორე ტაიმში „ნაპოლი“ იერიშებზე გადავიდა. ხვიჩას დარტყმული ბურთი ოდნავ ასცდა მიზანს. კუბარსიმ საჯარიმოში ოსიმენი წააქცია, მაგრამ მსაჯმა პენალტის დანიშვნა საჭიროდ არ მიიჩნია. კონტრშეტევისას რაფინიას მერეტმა არ გაატანინა. „პარტენოპეის“ მწვრთნელმა კალცონამ ტრაორესა და პოლიტანოს ნაცვლად მოედანზე ლინდსტრიომი და ოლივეირა შეუშვა. „ბარსა“ კი უპირატესობას დაეუფლა, ლევანდოვსკის მერეტმა არ გაატანინა, იამალმა მიზანს ვერ უწია. შემდეგ კი ლინდსტრიომმა ახლო მანძილიდან თავით ვერ გადაგზავნა ბურთი კარში. სამაგიეროდ, შანსი ლევანდოვსკიმ არ გაუშვა, რომელმაც სერხი რობერტოს პასი მიიღო და მეტოქის კარი დალაშქრა. მალე ნეაპოლელებმა კარგი მომენტი შექმნეს - კვარაცხელიამ რასპადორი მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, რომლის დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა. კომპენსირებულ დროში "კვარამ" მეტოქეს ბურთი აართვა, ისევ ოდნავ ააცილა მიზანს, შეცვალეს და თამაშიც დასრულდა.

შემდეგ შეხვედრას „ნაპოლი“ 17 მარტს მილანში სერია A-ს ლიდერ „ინტერთან“ გამართავს.

ბარსელონა. „ოლიმპიკ ლიუის კომპანისი“
ბარსელონა - ნაპოლი 3:1
გოლები: 1:0 ფერმინი (15), 2:0 კანსელო (17), 2:1 რაჰმანი (30), 3:1 ლევანდოვსკი (83)

მკითხველის კომენტარები / 53 /
რა წაიღეს ტვინი ამ ნაპოლით,ერთი საშუალოზე დაბალი დონის გუნდია :0
BET
13 მარტი 2024 14:44
0
როდესაც გასვლა ბარსელონაში გაქვს,(მიუხედავად იმისა ,რომ ის დღეს კრიზისშია )გახსნილი ფეხბურთი არ უნდა შესთავაზო(მითუმეტეს როცა არც შენ გიდგას კარგი დღეები),რამეთუ ის მაინც მასპინძელია და მასპინძლის ჟინით და მასპინძლის აურით მაინც გაჯობებს .კალცონამ დაუშვა დიდი შეცდომა როცა ეგონა რომ ნაპოლის შეეძლო ბარსელონას დაჯაბვნა ღია თამაშში.მაგრამ დაიწყო მატჩი და ნაპოლის დაცვითი რედუტები სოლომონ მორბელაძის ღობესავით მორღვეული აღმოჩნდა.მომენტი მომენტზე იქმნებოდა და საჭირო იყო სასწრაფო ზომების მიღება რათა აღეკვეთათ მტოქის თავისუფალი თარეში საკუთარ საჯარიმოში.არ მიიღეს ,ვერ მიიღეს და გოლებიც მალევე მიიღეს საკუთარ კარში.იმ მომენტში იქმნებოდა შთაბეჭდილება,რომ ნაპოლი ასტრონომიული ანგარიშით განადგურდებოდა,მაგრამ მეტოქის მოდუნებამ და მოლოდნელად კონცეტრაციის დაკარგვამ ,ნაპოლის მისცა შანსი თამაშში დაბრუნებისა.მეორე ტაიმში კი ბარსელონა კვლავ გონს მოეგო და საქმე ბოლომდე მიიყვანა.მე ერთი მაკვირვებს----გუნდი აგებდეს და მუდმივად უკან აკეთებდეს პასს,ჰაუტის მოწოდებას უამრავ დროს ახარჯავდეს,ორთაბრძოლებს სისტემატიურად აგებდეს,ტაქტიკას არ ცვლიდეს და ტემპის აწევას არ ცდილობდეს,რა გამოდის? რაც შეეხებათ კვარაცხელიას და ოსიმენს ,ისინი უდავოდ მაღალი კლასის ოსტატები არიან მაგრამ გუნდი მათ შესაძლებლობებს სათანადოდ ვერ იყენებს.იშვიათად გვინახავს ,რომ ხვიჩამ პარტნიორისგან ხელსაყრელ სიტუაციაში მიიღოს პასი და აგრეთვე იშვიათად გვინახავს ოსიმენზე გაკეთებული გადაცემა საჯარიმოში ,როდესაც ერთი ან მახსიმუმ ორი შეხების მეტი არ ინებოდა საჭირო.ამ დროს ის ხომ შეუჩერებელი ინებოდა და უამრავ გოლს გაიტანდა.პასები კი ფრთებიდან უნდა მიიღოს და სწორედ აქ არის საჭირო ხვიჩას უნარების გამოყენება ,რასაც გუნდი ვერაფრით ვერ ახერხებს ვერცერთი მწვრთნელის ხელში.ერთი სიტყვით ნაპოლი თავისი შემადგენლობით და მწვრთნელებით ,ამ ეტაპზე მეტის გამქაჩავი არ არის .ეგ არის და ეგ.
არგუტი
13 მარტი 2024 14:05
1
ზოომ.

არ მინდოდა შენთან პოლემიკაში შშემოსვლა მაგრამ შენ ამტეხე
.
სომხები არ იჩემებენ პირამიდების აშენებას მაგრამ ურარტუ ნოეს კდობანი,რუსთაველი, ერევანი რომ რომზე უფრო დიდი ხნისაა „ეს ხომ ფაქტია“ახლა დაამტკიცეს რომ სტალინი სომეხი ყოფილა. ისე ჯობია ასეთ თემებზე ლაპარაკს შევეშვათ,ვილაპარაკოთ სპორტზე. ისე მანუჩარ მაჩაიძის ამბავი რო გორ გესიამოვნა შეგეტყო. რაც შეეხება ტალახაძეს და სხვებს იმიტომ ვახსენე რომ მათ ჭირდებათ სათანადო დაფასება და ხვიჩაც მაგათი დონის გმირია უკვე
ფიგუ
13 მარტი 2024 12:40
3
მოდით 10 ბალიანი სისტემით შევაფასოთ ხვიჩას თამაში.. ნაპოლის მდგომარეობის, პარტნიორების მოქმედების და ა. შ. გათვალისწინებით მე დავუწერდი 8 ქულას მეტს ვერა.. ქონდა კარგი მოქმედებები ქონდა აშკარად ცუდი..თქვენ მეტს? ლაიქი დისლაიქი გამოავლენს )))
ვახო
13 მარტი 2024 12:12
1
სიმართლე გითხრათ ამ გვარგადაკეთებულეზეა ნათქვამი„სისხლს რაღას უზამსო“. მე ვთქვი რომ ორი-სამ ი თაობა სჭირდება მეთქი დასაწმენდათ.

ერთხელ მაინც თუ დაფიქრებულხართ რატომ უწოდეს ხვიჩას იტალიაში ჯერ კიდევ შუა სეზონში „კვარადონა“ .რომლის ბანერებითაც აჭრელებულია მთელი ნეაპოლის ქუჩები და გვერდით ამოუყენეს ხვიჩას ბანერები. მარადონას შეადარეს, რომლის ქანდაკებაც ნაპოლის გასახდელში უდგათ. ამით განა ყველაფერი ნათქვამი არ არის? როცა ხვიჩა 38 წლის გახდება იმაზე მეტი სახელი ექნება ვიდრე ახლა აქვს ბევრ აღიარებულ ფეხბურთელს. სათაურში ნაგულისმევო „პატრიოტებო““ ცივი წყალი დალიეთ.
ფიგუ
13 მარტი 2024 12:05
2
კარგი რა ლუიშ.. ეგეც ნეაპოლელების ცუდზე მეტყველებს და არა კარგზე, ავარდნენ გოიმებივით. როგორ შეიძლება მარადონას შეადარო ან გაუთანაბრო კაცი (ეროვნებას რა მნიშვნელობა აქვს) რომელმაც რამდენიმე თვე ითამაშა კარგად.. მარადონას წინაშე არ არის უსინდისობა??? ვიღაცას ეწერა და ვეტანხმები ეტყობა ეგ ხალხი ზოგადად გამოირჩევა უმადურობით, მარადონას მიმართაც და კვარას მიმართაც, ხოლო კვარადონა არ გვინდა რა... ნამეტანია...
ვახო
13 მარტი 2024 12:35
2
ა შენ თუ თქვი დაიწმინდება ნამდვილად.
ტიგრან მნაცაკანაშვილი
13 მარტი 2024 12:22
1
Dacvam chaagdo tamashi(oliveras mgoni sportis saxeoba sheeshala araa pexburteli eg),kvaras warmateba!!!ra dagishavat am bichma ase umowyalod rom akritikebt???ar gitydebat???
L.J .
13 მარტი 2024 11:16
1
ერთი რაღაც ვერ გავიგე უმოწყალოდ კრიტიკის მაგალითი შეგიძლია მოგვიყვანო? ნიკი დაწერე ვინ გააკრიტიკა აქ უმოწყალოდ ? თუ ლაიქების გულისთვის წერ მაგ სირობას ?
zoom
13 მარტი 2024 11:56
1
მე მგონი ერთ ფეხბურთელს რაც მოეთხოვებოდა ყველაზე მეტი ხვჩამ გააკეთა. ვუყურე, მაგარი ბიჭია! ბოლო დროს ცოტაოდენი უიღბლობა თან სდევს, მაგრამ კიდევ უფრო მოუმატებს! მეტი სპორტული თავხედობა მოედანზე და ყველაფერი კარგად იქნება! ნაპოლიც მოუმატებს!
aburjga
13 მარტი 2024 11:13
8
რავა ორგანიზებულად გამოძვრებიან ხოლმე ეგრევე ნაპოლის წაგებისას ეს ანტიქართველი ლიბერალი ვითომ გულშემატკივრები, თან ცდილობენ ანალიზი გააკეთონ ხოლმე, ვითომ ძალიან ადარდებდეთ ქართული სპორტის ბედი..?!! გაშიფრულები ხართ დიდი ხანია ყველანი - ამ ნაცებიან და ყველა გვარგადაკეთებულებიანად!!
სპალეტი
13 მარტი 2024 10:48
15
“ზეზვას” - კაი ბატონო, გაგიმარჯოს ღმერთმა, ნეტა ყველა ეგრე იყოს, მარა უმრავლეს შემთხვევაში მე რასაც ვხედავ ლიბერალები არიან სამწუხაროდ!
ლუჩანო სპალეტი
13 მარტი 2024 11:46
1
“ზეზვას” - კაი ბატონო, გაგიმარჯოს ღმერთმა, ნეტა ყველა ეგრე იყოს, მარა უმრავლეს შემთხვევაში მე რასაც ვხედავ ლიბერალები არიან სამწუხაროდ!
ლუჩანო სპალეტი
13 მარტი 2024 11:45
1
ყველა გამოხმაურება
როგორ გგონია მიხეილ მესხი 1961 წელს აიყვანეს პირველად ნაკრებში? ეს მაშინ შემოახიეს მაისური ხელი თ რომ იჭერდნენ. ან გუცაევი 20წლის პირველად გაიცნო ხალხმა, ან ხურცილავა? მაგრამ ძნელი მისახვედრი და გასაშიფრი არ ხარ. შენ ის ბოღმა ვერ მოგინელებია მესხის თაობამ [იამანიძე,კოტრიკაძე ,] თქვენს ახალგაზრდულ ნაკრებს 18:0[არ მეშლება თვრამეტით ნული] რომ მოუგეს.[ჩვენიც ახალგაზრდული ნაკრები ნაკრები იყო ]ხოლო თქვენი ახალი დიდი სტადიონი მანუჩარ მაჩაიძემ რომ „გახეთქა“ და გაგაჩუმათ. ასეა ეს ახპერ-ჯან
ფიგუ
13 მარტი 2024 10:25
1
რომ იძახიან ამადაამ ფეხბურთელმა წარმატებას იმიტომ მიაღწია რომ ძლიერ გუნდში თამაშობს. აბა კვარამ რა უნდა თქვას საუკეთესოა და ჯღან გუნდში თამაშობს ?
ფეხბურთი
13 მარტი 2024 10:10
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული