"უოტფორდის" მწვრთნელმა ჩაკვეტაძის ტრავმის თაობაზე განცხადება გაავრცელა

AutoSharing Option
"უოტფორდის" ახალმა, დროებითმა მწვრთნელმა ტომ კლევერლიმ კლუბის საიტთან განაცხადა, რომ გიორგი ჩაკვეტაძის ტრავმასთან დაკავშირებით ოპტიმისტურადაა განწყობილი.

შეგახსენებთ, ჩაკვეტაძე "ქოვენთრისთან" მატჩის 43-ე წუთზე დაშავდა და შესვენებაზე შეცვალეს.

"ყველაფერი არც ისე ცუდადაა, როგორც თავიდან ვფიქრობდით და შიში გვქონდა. ძლიერი ტკივილი ჯერ კიდევ აწუხებს, კოჭ-წვივზე სისხლჩაქცევები აღენიშნება, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ გიორგი ნავარაუდევზე ადრე დაბრუნდება", - განაცხადა ტომ კლევერლიმ.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ჩაკვეტაძე 21 მარტს ლუქსემბურგთან ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ნახევარფინალისთვის გამოიძახა და იმედია, იქამდე მწყობრში ჩადგება.

"უოტფორდი" შემდეგ შეხვედრას 16 მარტს, სტუმრად "ბირმინგემთან"
ჩაატარებს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ლუქსებთან წესით უნდა მოვიგოთ, მაგრამ ფინალი... ძნელია პროგნოზირება. გააჩნია კვარა როგორი ფორმითა და განწყობით გამოვა. იმედია ყველაფერი ჩვენ სასიკეთოდ დამთავრდება, წინააღმდეგ შემთხვევაში სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ფედერაციას მათი დირექტორის თავჯდომარეობით. სწორედ მათი დაშვებული შეცდომები აღმოჩნდება გადამწყვეტი.
ნიკა
15 მარტი 2024 10:00
1
ნუ "გშინია" "არ წავაგბთ"
ადულა
15 მარტი 2024 08:43
1
დაიწყო, წავიდა ჰეეე... ყვლაფერი წინ არის ;;;
ჯერ შესავალია, ჟურნალია, პრელუდიაა - მთავარი აწი იქნება - ამას ტრავმა აქვს იმას სიცხე, სხვას კიდევ პირადი პრობლემები და ა.შ.
აბა შემდეგი.....
15 მარტი 2024 08:41
3
კიდევ კარგი , თორემ ერთი ნორმალური ფეხბურთელი გუკა კაშია გვრჩებოდა, შემადგენლობა კარგი ყავთ მეშინია არ წავაგთ
ალუდა კეკლუცაური
14 მარტი 2024 22:58
12
რატომ მარტო გუკა? ბევრი კარგი ფეხბურთელი გვყავს, სულხან კვირკველია, გიგი წიტაიშვილი, შოთიკო კიტეიშვილი, ბუკა დავითაშვილი, გია ჩაკვეტაძე, მარკოზ ლოჩოშვილი, ჟან მიქაუტაზე, კარში გრიგოლ მამარდაშვილი და ბოლობოლო ნაკრებში დაბრუნდა ჯონი კანკავაც.
პაზო
15 მარტი 2024 10:15
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული