The Hard Tackle: "ლივერპულს" კვარაცხელიას ტრანსფერი 85 მილიონი ფუნტი დაუჯდება

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგაზე "ბარსელონასთან" დამარცხების შემდეგ გამოცემები "ნაპოლის" მომავალზე საუბრობენ.

Corriere del Mezzogiorno აღნიშნავს, რომ ვიქტორ ოსიმენი წავა, ხვიჩა კვარაცხელია დარჩება და კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი გუნდს მის გარშემო ააწყობს, თუმცა, თუ ქართველზე კარგი შეთავაზება მიიღო, მასაც შეელევა.

ეს დამოკიდებული იქნება კლუბის ფინანსურ მდგომრეობაზე, რომელიც ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის გამო ვერ გაუმჯობესდება. ჟურნალისტი პაულო დელ ჯენიო წერს, რომ თუ ოსიმენმა არ გამოიღვიძა, 130 მილიონ ევროდ არავინ გამოისყიდის და უკეთეს შემთხვევაში, 80 მილიონ ევროზე მეტად არავინ მოისურვებს ნიგერიელის შეძენას.

FC Barcelona Noticias-ი
სტატიაში ხაზს უსვამს იმას, რომ კვარაცხელიამ "ბარსელონასთან" მატჩში თავი ვერ წარმოაჩინა და კატალონიური კლუბი მის ტრანსფერს არ განახორციელებს. ბრიტანული TheHardTackle კი HITC-ის ჟურნალისტის, გრემ ბეილის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით იტყობინება, რომ ამ შეხვედრას ხვიჩას თამაშზე დასაკვირვებლად "მანჩერსტერ სიტის" სკაუტები დაესწრნენ და მოეწონათ კიდეც.

გამოცემის მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ ქართველი არასტაბილურ სეზონს ატარებს, მთელი ევროპის დიდი კლუბების მხედველობის არეში რჩება, რომელთა შორის ჰორიზონტზე პრემიერლიგის წარმომადგენლები იმყოფებიან, "სიტის" გარდა, "ლივერპულიცაა" დაინტერესებული (რადგან შეიძლება მოჰამედ სალაჰმა გუნდი დატოვოს) და ზაფხულში ეს სიამოვნება დაახლოებით 85 მილიონი ფუნტი დაუჯდება. იმავეს ირწმუნება sportskeeda.

მკითხველის კომენტარები / 11 /
რომელმა გამოცემებმაც არ უნდა ავრცელონ ინფორმაცია, ისედაც ცხადია, რომ როცა მსოფლიოში საუკეთესო გარემარბთა სიაში ხარ, ავტომატურად მუდმივი დაკვირვების ქვეშ იმყოფები ნებისმიერი წამყვანი კლუბის მხრიდან და კარიერის კონკრეტულ მონაკვეთში თავის წარმოჩენაზეა დამოკიდებული ის, თუ ვინ, როდის და რა ფასად გადაწყვეტს ფეხბურთელის ყიდვას. ამიტომ პრესას ნაკლები ყურადღება და მეტი კონცენტრაცია განვითარებაზე. კვარაცხელიას მინიმუმ 7-8 წელიწადი ფორმის ზენიტში ყოფნის ჯერ კიდევ წინ აქვს, მაგრამ შანსებსაც უსასრულოდ არ ისვრის ბედი და მნიშვნელოვანია უახლოეს წელიწადში გაეცალოს ნეაპოლს, რადგან ის მისთვის უკვე ჭაობი ხდება.
pablo
10:38 15-03-2024
2
აქ ანუ ერთი თამაში წყვეტს ფასს ვა რა საინტერესოა
გიორგი
07:27 15-03-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული