არახალი ამბავია, რომ სეზონის დასრულების შემდეგ, დიდი ალბათობით, ვიქტორ ოსიმენი "ნაპოლის" დატოვებს. წამყვანი ბრიტანული გამოცემები იუწყებიან, რომ "ჩელსი", "არსენალი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" ნიგერიელის გამოსასყიდი თანხის გადასახდელად მზად არიან. თავის მხრივ, "პარი სენ ჟერმენი" მბაპეს ერთ-ერთ შემცვლელად სწორედ ოსიმენის კანდიდატურას განიხილავს.
ცნობილი იტალიური გამოცემის, Il Mattino-ს ცნობით, "ნაპოლის" ფეხბურთელებსა და ვიქტორ ოსიმენს შორის დაპირისპირებაა. ნიგერიელის ბოლოდროინდელი ქმედებების გამო მისი თანაგუნდელები იმედგაცრუებული არიან. ოსიმენს გუნდის მოთამაშეებთან ურთიერთობა, ფაქტობრივად, არ აქვს და ხშირ შემთხვევაში მათგან განცალკევებით ყოფნას ამჯობინებს.
გამოცემის ინფორმაციით, შესაძლოა, ეს ყველაფერი
გავლენას ხვიჩა კვარაცხელიაზეც ახდენდეს, რომლის ხელფასზეც იტალიაში ბევრს საუბრობენ.
შეგახსენებთ, ოსიმენის გამოსასყიდი თანხა 120/130 მილიონ ევროს შეადგენს.
კალცონა: მსაჯს ოსიმენის წაქცევისთვის პენალტი უნდა დაენიშნა
La Repubblica: კვარაცხელიას ჰორიზონტზე "რეალი" და "ბარსელონა" არიან - ოსიმენის ანალოგიური კონტრაქტი მისაღები იქნება
"ნაპოლის" ყველა დროის ბომბარდირების ათეული - რომელ პოზიციაზე არიან ოსიმენი და კვარაცხელია და რამდენი გოლი აშორებს ხვიჩას მარადონამდე?
კალცონა: "კვარა" და ოსიმენი ძალიან მაგრები არიან - მაღალი მიზნებისთვის ბრძოლაში დავბრუნდით