საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ "ადიდასთან" კონტრაქტი გააფორმა, ამ კომპანიის სახე გახდა და ინტერვიუ მისცა.
- ბუცები ფანტასტიკურია. Adidas Predator-ი ზიდანსა და სხვა დიად ფეხბურთელებს მაგონებს, რომლებიც ამ ბუცებით თამაშობდნენ. ეს ჩემთვის დიდი პატივია.
- წარმოიდგენდით, რომ "ადიდასის" სახე გახდებოდით?
- ვერასოდეს. თუმცა, ვოცნებობდი, ვინაიდან მსოფლიოში საუკეთესო ბრენდია. ეს სიამაყის განცდაა.
- როგორია "ნაპოლიში" თამაში? გულშემატკივრები გაღმერთებენ.
- ძალიან მიხარია, რადგან გუნდს მართლაც შესანიშნავი ქომაგები ჰყავს. ფეხბურთი ძალიან უყვართ და ჩემდამი მათი დამოკიდებულებით ვამაყობ. "ნაპოლი" დიდი ლეგენდებით ფანტასტიკური გუნდია. აქ საუკეთესო
ფეხბურთელი მარადონა თამაშობდა. ქალაქიც ასევე ჩინებულია, კლუბი კი ჩემი აზრით, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. სწორედ ეს ხდის ჩემს გამოცდილებას დაუვიწყარს.
- "კვარადონას" მეტსახელზე რას იტყვით?
- მარადონა ნეაპოლის ღმერთია. მასთან შედარება ძალიან სასიამოვნოა. თუმცა, რა თქმა უნდა, მას ვერ შევედრები, რამეთუ ის ისტორიაში საუკეთესოა. ბუნებრივია ვამაყობ, რომ "კვარადონას" მეძახიან, ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს.
- რას გრძნობთ, როდესაც მატჩის წინ ჩემპიონთა ლიგის ჰიმნს უსმენთ?
- ეს ოცნებაა. ამას სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენდი. როდესაც მუსიკა დასრულდა, ფანებმა იმღერეს “The Champions!" და ამის მოსმენა წარმოუდგენელი გახლდათ. ამან უფრო მეტი მოტივაცია შემძინა.
- ახლა ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ხართ? როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება?
- ადვილი არაა. ყველა გიყურებს როგორც მისაბაძს. საქართველოში ბავშვებს ვუყვარვარ და ამიტომ სამაგალითო უნდა ვიყო, მშვიდი, თავმდაბალი და ვეცადო მოედანსა და მის გარეთ მაქსიმუმი გავაკეთო.
დინამოს სტადიონისთვის სახელის მინიჭების ორი კანდიდატურა იყო წამოყენებული მ. მესხის და ბ. პაიჭაძის. აი ამ სტადიონზე მ. მესხი ,რომელსაც საშვი არ აღმოაჩნდა ჯიბეზე სტაიონზე ,რომლის სახელსაც მაყურებელი წლების განმავლობაში სკანდირებდა ვიღაც მილიციონერებმა არ შეუშვეს.
ბევრი გოშია შემოგიყეფავს ცხოვრების გრძელ გზაზე მაგრამ შენ მაგათ ყეფას ნუ მიაქცევ ყურადღებას „ყიფიანი იგრაეტ პა გავრილოვსკი“-ო. ესეც კი იკადრეს გისურვეებ ბედნიერებას.
რამდენიმე წელი მიდიოდა მჯელობა ვაკის სტადიონისთვის მ.მესხის სახელის მინიჭების თაობაზე,სანამ ცხონებულმა გურამ ქარქაშაძემ შინაგ. საქმ. მინიისტრის მოადგილემ არ აღიმაღლა ხმა არ დააყენეს საშველი. [ბევრს ემახსოვრება ის სტატია გაზეთში] ბედნიერება ხვიჩას და მის ოჯახს.