"თავმდაბალი და მისაბაძი უნდა ვიყო" - კვარაცხელია Adidas-ის სახე გახდა და ინტერვიუ მისცა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ "ადიდასთან" კონტრაქტი გააფორმა, ამ კომპანიის სახე გახდა და ინტერვიუ მისცა.

- ბუცები ფანტასტიკურია. Adidas Predator-ი ზიდანსა და სხვა დიად ფეხბურთელებს მაგონებს, რომლებიც ამ ბუცებით თამაშობდნენ. ეს ჩემთვის დიდი პატივია.

- წარმოიდგენდით, რომ "ადიდასის" სახე გახდებოდით?
- ვერასოდეს. თუმცა, ვოცნებობდი, ვინაიდან მსოფლიოში საუკეთესო ბრენდია. ეს სიამაყის განცდაა.

- როგორია "ნაპოლიში" თამაში? გულშემატკივრები გაღმერთებენ.
- ძალიან მიხარია, რადგან გუნდს მართლაც შესანიშნავი ქომაგები ჰყავს. ფეხბურთი ძალიან უყვართ და ჩემდამი მათი დამოკიდებულებით ვამაყობ. "ნაპოლი" დიდი ლეგენდებით ფანტასტიკური გუნდია. აქ საუკეთესო
ფეხბურთელი მარადონა თამაშობდა. ქალაქიც ასევე ჩინებულია, კლუბი კი ჩემი აზრით, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. სწორედ ეს ხდის ჩემს გამოცდილებას დაუვიწყარს.

- "კვარადონას" მეტსახელზე რას იტყვით?
- მარადონა ნეაპოლის ღმერთია. მასთან შედარება ძალიან სასიამოვნოა. თუმცა, რა თქმა უნდა, მას ვერ შევედრები, რამეთუ ის ისტორიაში საუკეთესოა. ბუნებრივია ვამაყობ, რომ "კვარადონას" მეძახიან, ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს.

- რას გრძნობთ, როდესაც მატჩის წინ ჩემპიონთა ლიგის ჰიმნს უსმენთ?
- ეს ოცნებაა. ამას სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენდი. როდესაც მუსიკა დასრულდა, ფანებმა იმღერეს “The Champions!" და ამის მოსმენა წარმოუდგენელი გახლდათ. ამან უფრო მეტი მოტივაცია შემძინა.

- ახლა ევროპაში ერთ-ერთი სუკეთესო ფეხბურთელი ხართ? როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება?
- ადვილი არაა. ყველა გიყურებს როგორც მისაბაძს. საქართველოში ბავშვებს ვუყვარვარ და ამიტომ სამაგალითო უნდა ვიყო, მშვიდი, თავმდაბალი და ვეცადო მოედანსა და მის გარეთ მაქსიმუმი გავაკეთო.

მკითხველის კომენტარები / 17 /
მინდა მივმართო ხვიჩა კვარაცხელიას

დინამოს სტადიონისთვის სახელის მინიჭების ორი კანდიდატურა იყო წამოყენებული მ. მესხის და ბ. პაიჭაძის. აი ამ სტადიონზე მ. მესხი ,რომელსაც საშვი არ აღმოაჩნდა ჯიბეზე სტაიონზე ,რომლის სახელსაც მაყურებელი წლების განმავლობაში სკანდირებდა ვიღაც მილიციონერებმა არ შეუშვეს.
ბევრი გოშია შემოგიყეფავს ცხოვრების გრძელ გზაზე მაგრამ შენ მაგათ ყეფას ნუ მიაქცევ ყურადღებას „ყიფიანი იგრაეტ პა გავრილოვსკი“-ო. ესეც კი იკადრეს გისურვეებ ბედნიერებას.
რამდენიმე წელი მიდიოდა მჯელობა ვაკის სტადიონისთვის მ.მესხის სახელის მინიჭების თაობაზე,სანამ ცხონებულმა გურამ ქარქაშაძემ შინაგ. საქმ. მინიისტრის მოადგილემ არ აღიმაღლა ხმა არ დააყენეს საშველი. [ბევრს ემახსოვრება ის სტატია გაზეთში] ბედნიერება ხვიჩას და მის ოჯახს.
ერთხელ კიდევ ფიგუ
19 მარტი 2024 14:05
0
ვერ წარმომიდგენია ქართველი, რომელიც იმ სპორტსმენზე, ათასობით მაყურებლის წინაშე ამაყად რომ აფილეს საქართელოს დროშას და მტერსაც კი აიძულებს ფეხზე ამდგარმა უსმინოს საქართველოს ჰიმნს, უცხო , სამოცი ათასი მაყურებელი ერთხმად რომ აღფრთოვანებით გაჰყვირის „კვარაცხეოლია“-ს ენა მოუბრუნდეს რამე კრიტიკული [თანაც დაუმსახურებელი] თქვას. წინსვლა და გახარება ხვიჩას და მის ნიცას და მათ მშობლებს.
კიდევ ფიგუ
19 მარტი 2024 12:40
0
უდიდესი თხოვნით მოგმართავთ საიტის რედაქციას:

იცით ძალიან კარგად თუ რამდენი თავდაუზოგავი შრომა და რამდენ რამეზე უარის თქმა უწევს ადამიანს რომ გახდეს დიდი სპორტსმენი, რათა ასახელოს თავისი სამშობლო, და რა დიდ სიხარულს განიცდის იგი როცა ხედავს გახარებულ ქართველ ხალხს. მე, რომელიც არც ხვიჩა ვარ და არც მისი თუნდაც შორეული ნათესავი ვერ წამოიდგენთ როგორ მტკივა გული [ამ სიტყვის სრული მნიშვნელობოთ], როცა ხვიჩაზე შურით ლაპარაკობენ. ვიცი ესენი არ არიან ქართველები და გთხოვთ ნუ უბეჭდავთ მათ ასეთ ბოროტულ წინადადებებს!!!! მადდლობა ხვიჩას მშობლებს ასეთი შვილლების გაზრდიისათვის.
გთხოვთ არ დამიბლოკოთ
ისევ ფიგუ
19 მარტი 2024 12:10
0
ის ,რომ ყველა ბოროტი აძლევს თავს ზედმეტის უფლებას არის ზემდგომი ორგანოების ბრალი
დამისახელეთ რაგინდ დიდი სახელმწიფო რომელსაც ერთდროულად ჰყავს თუიშვილი, პეტრიაშვილი, საგინაშვილი, ჯანაშია,ფაჩულია , შენგელია, შერმადინი, ,ტოჩინოშინი ტალახაძე [მძეწონოსნები, თორემ ისე მარტო ძიუდოისტები რამდენნი არიან].თუ გინახიათ ერთი ბანერი მაინც მათი სახეებით მთელ საქართველოში!!!
გთხოვთ არ დამიბლოკო.თ იქნებ წაიკითხონ ვისაც ეს ეხებათ
ფიგუ
19 მარტი 2024 11:34
0
ბეევრი ძალიან კარგი ფეხბურთელები გვყოლია ქართველებს[მაჩ.,,ყიფ,გუც,შენგ......],მაგრამ მესხისნაირები[„განუმეორებელი“-გ.დ. კაჩალინი] საუკუნეში ერთი თუ. დაიბადება და აგერ ჩვენ-ქართველებს გვერგო ეს ბედნიერება ხვიჩას სახით ღმერთის ძალით და ჰაი საოცრებავ, გამოჩნდნენ წამლით გაბრუებულები და ხვიჩაზე ზედმეტს ბოდიალობენ [რა თქმა უნდა შურის გამო]. .ნეტავ თქვეენს ტვინებში ჩამახედა ტოქსოპულებო..სად გაიზარ დეთ ეგეთი ქართველთმოძულეები--რა ოჯახებში! ცუდი შვილი...... ხვიჩას ვუსურვოთ ბედნიერება და გახარება. მადლობა მის მშუბლებს ასეთი შვილის გაზრდისათვის
ფიგუ
19 მარტი 2024 11:11
0
ზოგადად აქ ამ საიტზე ისეთი კომენტარები იწერება რომ მე თვითონ მიტყდება რეალობის, იმედია ჩვენი სახელოვანი სპორცსმენები არ კითხულობენ, და თუ კითხულობენ მე ვეტყვით ნუ მიაქცევთ ყურადღებას ნეგატიურ კომენტარებს, ხო არიან ისეთი ტიპები რო საკუთარი დედმამიშვილის შურს,მასეთებისგან რა უნდა გეწყინოს, ვირისგან წიხლი რა საწყენია, ჩვენ ვინც გლოცავთ და გგულშემატკივრობთ ვართ 80-90 პროცენტი, და თქვენ თქვენთვის თქვენი ოჯახებისთვის ახლობელი ადამიანებისთვის და ჩვენთვის იშრომეთ და მიახწოეთ იმდენს რამდენიც უფალს ნებავს. წარმატებები ხვიჩას და ყველას იმ ადამიანს ვისაც ქართული ხუთჯვრიანი დროშა უჭირავს.
გიო
17 მარტი 2024 14:47
4
მადლობა გიო❤️
გულშემატკივარი
18 მარტი 2024 01:54
2
რა დალიე ბიჭო მასეთი? კაი სადღეგრძელოსავეთ კი გამოგივიდა!
გიოს
17 მარტი 2024 15:30
3
ფოტოს რო დავხედე, უცებ მეგონა, რო ხვიჩა კომბოსტოშია გახვეული.
ლაშა
17 მარტი 2024 14:38
8
რასაც მაგ "კომბოსტოს" ჩაცმაში უხდის ადიდასი. მთელი თქვენი საგვარეულო, მთელი ცხოვრების მანძილზე ვერ იშოვის მაგდენ ფულს!
ჯარჯი
17 მარტი 2024 16:02
4
ხვიჩას
17 მარტი 2024 12:15
0
ერთი ორი მაგარი ტატუც და კარგი ვარცხნილობა ჩემო ხვიჩა, როგორც ჩვენს კაპოტან გუკა კაშიას აქვს და უკვე ყველანაირად მაგარი ტიპი იქნები!!! წარმატებები
ალუდა კეკლუცაური
17 მარტი 2024 08:46
47
ლუზერ!!!!
ნუგზარი
17 მარტი 2024 16:05
4
იბრწყინე, ჩვენო ვარსვლავო!!!
ბესო შიოშვილი
17 მარტი 2024 02:41
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული