ბერძნების მწვრთნელი: საქართველოს განსაკუთრებული ფეხბურთელი ჰყავს და მათზე ყველაფერი ვიცით

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ნახევარფინალში საბერძნეთის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ყაზახეთი 5:0 გაანადგურა და 26 მარტს, ფინალში, თბილისში საქართველოს ეროვნულ გუნდს შეხვდება, რომელმაც ლუქსემბურგს 2:0 მოუგო. ნამატჩევს კომენტარი ბერძნების მწვრთნელმა გუსტავო პოიეტმა გააკეთა:

"ვცდილობდით, ჩვენი ფეხბურთელები შეხვედრის ძლიერად დაწყებაში დაგვერწმუნებინა. მახსოვს, მსგავსი დაპირისპირება ლიეტუვასთან გვქონდა, ფინალი იყო, მაგრამ ვერ გავიტანეთ. პირველი გოლი ყველაფერს წყვეტს. დღეს სწრაფი გოლი პენალტით გავიტანეთ. მეორე ტაიმში ჩვენს ფეხბურთელებს გაუჭირდათ, რადგან უკვე სამშაბათზე ფიქრობდნენ. მათ მეტს ვერ მოვთხოვ.

რაც შეეხება საქართველოსთან მატჩს, ვფიქრობ, ფორმითა და შინაარსით საქართველო
იმავე სამცველიანი ტაქტიკით მოქმედებს, როგორც ყაზახეთი. მათ უკვე განსაკუთრებული ფეხბურთელი ეყოლებათ (კვარაცხელია - რედ). რთული მატჩი იქნება, თუმცა მათთვისაც. ჩემი ბიჭებისგან ინტენსივობას ველი და ძალიან კარგად თამაში გვმართებს. თავს ვერ გავიმართლებთ, ტრავმირებულები არ გვყავს, ყველა კმაყოფილია. ემოციები უნდა დავიოკოთ. ეს ფინალია. ფინალის მოსაგებად იქ უნდა ვიყოთ და ჩვენ იქ ვართ.

გპირდებით, რომ ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად 100%-ით დავიხარჯებით. მეტოქე შეკრული გუნდია, სწრაფები არიან შეტევისას და კონტრიერიშებზე. მათზე ყველაფერი ვიცით".

მკითხველის კომენტარები / 34 /
ძალიან მძიმე მატჩი გველის. მაგრამ მომდევნო ეტაპზე ჩვენ გავალთ. ჩვენზე თუ ყველაფერი იცის ისიც ეცოდინება რომ მოვუგებთ. ეს ჩვენი შანსია და არა მათი.
roma bejanidze
22 მარტი 2024 09:35
1
ძლივს მოვუგეთ კაცნაკლულ ლუქსემბურგს და საბერძნეთმა კი დანიის მომგები ყაზახეთი გაანადგურა! არ ვიცი, ჩენი დაცვა თუ რამდენად ივარგებს მობერებული კაშიას და ფორმაში არმყოფი კაკაბაძის ფონზე?!
ლაშა
22 მარტი 2024 08:02
20
თუ საკუთარ თქვს მიზნად გამარჯვებას დაუსახავ და ამისთვის ყველაფერს გააკეთებ ამ გუნდით და ამ სტადიონზე ნებჯსმიეე გუნდს დაამარცხებ!
ქომაგი
22 მარტი 2024 10:19
1
საბერძნეთი ჩვენზე უკეთესი გუნდია, თუმცა სწორი თამაშით შეგვიძლია მათი დამარცხება. წარმატებები ბიჭებს.
ნიკო
22 მარტი 2024 10:37
0
მასე ჩვენც ვიცით შეიძლება ყველაფერი გერმანელებზე და ფრანგებზე,მაგრამ ვუგებთ? ვნახოთ 26 ში გამოჩნდება ყველაფერი,წარმატებები ჩვენს ბიჭებს და სრულიად საქართველოს!
გურულო
22 მარტი 2024 09:08
1
აი ამ მომენტში სჭირდება ნაკრებს მწვრთნელის კარგი ტაქტიკა და სწორი ანალიზი! ამ თამაშში გამოჩნდება რას წარმოადგენს მწვრთნელი(სამწუხაროდ კარგს არაფერს მოველი)! რაც შეეხება მოთამაშეებს, დაცვის ხაზი ძალიან სუსტია! ნახევარდაცვის ხაზი - უკან პასებს თავი დაანებეთ! კვეკვესკირი და კანკავა საჭიდაოდ გამოიძახეს თუ ფეხბურთის სათამაშოდ?! თავდასხმა - მიქაუტაძეს მესი ჰგონია თავი? პასი ისწავლე დროულად!
ლომი
22 მარტი 2024 10:56
4
ფაფარი დაივარცხნე
ლომს
22 მარტი 2024 11:53
5
ახლა ხვიჩამ უნდა აიღოს თამაში თავზე. აქ გამოჩნდება სანიოლის მწვრთნელობაც. საკმაოდ მძიმე მატჩი გველის. უნდა მოვიგოთ. ას პროცენტიანი უნდა მოვიგოთ.
გიო
22 მარტი 2024 11:29
1
მეორე სართულზე გაგვიჭირდება - ნათელია რასაც ეცდება საბერძნეთი, რაც ჩვენი სუსტის წერტილი და მათი ძლიერი მხარეა. -ჩამოწოდებები. ლუქსემბურგმა გუშინ მემგონი ერთხელ გააკეთა ფლანგიდან პასი - მართალია არა მაღალი ბურთი, მაგრამ აქიდანაც გოლი მივიღეთ. მოკლედ ცენტრს ისე ვერ მოვუგებთ როგორც ლუქსემბურგს ამიტომ დაცვა თუ დადგება ნორმალურად და კაშია- კვირკველიას ზონაში ჩაწოდებების აღკვეთა თუ მოხერხდება კარგი იქნება რადგან მათი დიდი იმედი არ მაქვს..ასე რომ კაკაბაძე შენგელიამ უნდა იყოჩაღონ
იბერია
22 მარტი 2024 10:17
0
ფაქტია ძაან დიდი ჯაფა დაადგება ჩვენ ასაკოვან დაცის ხაზს. ძალიან სწრაფები არიან ბერძნები შეტევაში ციმიკასით დაწყებული შემტევებით დამთავრებული. რაც შეიძლება ბურთი უნდა ვაკონტროლოთ უნდა შევუტიოთ და ჩემი აზრით 1 ნომრად უნდა ვითამაშოთ სხვაგვარად დავისჯებით. მაგათზე ძლიერებისთვისაც მოგვიგია. ყველაფერს სანიოლი გადაწყვეტს დანარჩენი გამოჩნდება მინდორზე.

წარმატებები საქართველოს
ქომაგი
22 მარტი 2024 12:17
1
რასაც ვუყურე პენალტი არ უნა დაედო მსაჯს, ამის მერე ჩამოიშალა ყაზახეთი. საბერძნეთი ძირითადად მარჯვენა ფლანგებიდან უტევდა 7 ნომრით და სწრაფ კონტრშეტევებს უნდა ველოდოთ მათგან. იმედია კვარა იტყვის სიტყვას და დააწიოკებს ბერძნების დაცვას და ჩაკვეც უკეთესად ითამაშებს.
suxumchanin
22 მარტი 2024 10:44
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული