gazzetta.gr: კვარაცხელია და ჩაკვეტაძე - მხუთავი აირი (CO) საბერძნეთის ნაკრებისთვის

AutoSharing Option
26 მარტს საქართველოს ნაკრები ევროპირველობაზე გასასვლელი პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთს უმასპინძლებს. gazzetta.gr წერს, რომ მეტოქეთათვის "ჯვაროსნებისგან" მთავარი საფხრთხე ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი ჩაკვეტაძისგან მომდინარეობს.

საქართველო: ჯოჯოხეთის ტახტი, ცეცხლის ფრთები და"კვარადონა" - საბერძნეთის ბოლო დაბრკოლებაა

"დიდი მატჩი ახლოვდება, სამშაბათს ჩვენი ეროვნული გუნდი საქართველოს ეთამაშება და გამარჯვებული ევრო 2024-ის საგზურს მოიპოვებს. საფრთხე №1 საბერძნეთისთვის რა თქმა უნდა, კვარაცხელიაა, რომელიც ჩვენი ოპონენტების უდავო ლიდერია. "ნაპოლის" 22 წლის გარემარბი მასპინძელთა ვარსკვლავია, რომლებმაც ლუქსემბურგს მის გარეშე 2:0 მოუგეს. თუმცა, როდესაც ის თამაშობს, ეს სრულიად სხვა გუნდია.

კვარაცხელიას
ანგარიშზე ნაკრებში 28 მატჩში 15 გოლი და 7 საგოლე გადაცემაა და ამიტომ ჩვენი გუნდი მოძებნის მის მეურვეს.

კვარაცხელიამ ეროვნულ გუნდში ბოლო 3 მატჩში 4 გოლი გაიტანა (1 საგოლე გადაცემა გააკეთა) და 3 მათგანი გიორგი ჩაკვეტაძის პასით - ისინი ნახშირბადის მონოქსიდის (CO), მხუთავი აირის მსგავსნი არიან.

ეს იმაზე მეტყველებს, რომ მოედანზე ერთმანეთს კარგად უგებენ, კვარაცხელია მცველების ზურგსუკან აღმოჩნდება და ჩაკვეტაძე ვერტიკალურ პასს უკეთებს. მათი ურთიერთმოქმედება ქართველების შეტევების უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილია, უნარიანად ირჯებიან, რაც სტატისტიკიდან ჩანს".

მკითხველის კომენტარები / 17 /
არაბიძის და აზაროვის არგამოძახება თამაშზე გავლენას ვერ მოახდენს. რაც არ უნდა ტვინი იჭყლიტოს მწვრთნელმა ამ ორ დღეში ძირითად ბირთვს ვერ შეცვლის. ეგეც რომ არა ფეხბურთელი ( მაღალი დონის) გვყავს მხოლოდ ერთი. ადრე იტყოდნენ არსებობს ერთი მანქანა მერსედესი და დანარჩენები. ასეა ჩვენი ნაკრებიც.არსებობს ხვიჩა და დანარჩენები. სხვები საშუალოზე ქვემოთ არიან. არც საბერძნეთია ვარსკვლავებით გადაჭედილი, მაგრამ უკეთესი გუნდია. ჩვენი პლიუსია საკუთარი კედლები, მაყურებელი და თვითონ ფეხბურთელების განწყობა. ასევე სპორტული ფორტუნაც თუ ჩვენს მხარეს იქნება, ვფიქრობ დავამარცხებთ ბერძნებს. ეს ყველაფერი ძირითად დროში უნდა მოხდეს. დამატებით დროში და პენალტებში ნაკლები შანსი გვაქვს.
დავით 67
24 მარტი 2024 17:17
0
ერთი იდეა მაქვს და რამდენად მოგეწონებათ? 3300 წლის უკან ჩამოვიდნენ ბერძნები და ოქროს საწმისი და მედეა წაიყვანეს, ეხლაა და ევროპის ჩემპიონატის საგზურის წაღება უნდათ, ხოდა ოქროს საწმისის ნაცვლად გია სურამელაშვილი თავისი ოქროებით და მედეას ნაცვლად კესარია რომ გავატანოთ, არ დაგვთანხმდებიან ნეტავ?
გია პაპა
23 მარტი 2024 19:37
0
ან კიდევ ის გავატანოთ_ გივი სიხარულიძეს თუ დავესესხებით....
გელა
25 მარტი 2024 07:15
0
სადა აქვს სურამელაშვილს ოქროები,ძირითადად უბრალო მეტალია. ისე კარგი კომენტარია. სიზუსტეს ასახავს.
დავით 67
24 მარტი 2024 17:04
0
ყველა გამოხმაურება
იქნებ ცოტა დადუმდნენ და ენა ჩაიგდონ ვილის მოწინააღმდეგეებმა. ამ არაბიძის და აზაროვის გამო რომ ასეთი შედეგიანი მწვრთნელი გინების ხოტბა დიდებით შეამკეს,არადა ასეთი შედეგიანი მწვრთნელი არ გვყოლია.ხომ ნათლად გამოჩნნდა რომ აზაროვის ნაცვლად შენგელია უკეთესია დღესდღეობით. და არაბიძის მაგივრად ვინ დაეტოვა??! ჩაკვე ზურიკო თუ კიტე? ეგენი არიან არაბიძუს კონკურენტები და არა მექვაბიშვილი და მამუჩაშვილი როგორც აქ ბევრჯერ ადარებენხოლმე. ითამაშებს არაბუძე საყრდენად ან მარჯვენა მცველად??!!! ასე რო ცოტა დაიოკეთ ნერვები და მივცეთ ამ კაცს საშუალება რომ ნაკრებმა მიაღწიოს იმას რასაც მთელი საქართველო ასე ველით…
Mate
23 მარტი 2024 17:48
5
ვილი მოზგია-თქვენ ვერ შეატყვეთ როგორ დამალა კიდევ ერთი ჯოკერი კიტეიშვილი(კი თამაშობდა,მაგრამ ტიომნად),რომელსაც ბერძნებთან ცოტა წინ წაწევს სავარაუდოდ.
Levani
23 მარტი 2024 14:04
2
ეეჰ რა მაგარი შეცდომაა არაბიძე რო არაა გამოძახებული. მართლა ჯოკერი იქნებოდა საბერძნეთისთვის
geo
23 მარტი 2024 12:59
13
კვარა, ჩაკვე და მამარდა დანარჩენებთან ერთად დაამტკიცებენ, რომ ჩვენი ნაკრები ევროპაზე თამაშს იმსახურებს.
ბერძნები უფრო სწრაფებიც ჩანან და თითქოს ამტანობაც უკეთესი აქვს, მაგრამ ფეხბურთისთვის ეს საკმარისი არ არის და ამას 26-ში ყველა ერთად ვნახავთ.
წინ ქართველებო!
დაუბრუნეთ ღირსება ქართულ ფეხბურთს
23 მარტი 2024 11:25
1
ამ დროს არაბიძე ნამდვილი ჯოკერი იქნებოდა. მთელი ყურადღება კვარაზე და უცებ ვიღაც სპორტული გაგებით თავხედი, ტექნიკური ფეხბურთელი, რომელიც 30 მეტრიდან მომაკვდინებელად ურტყამს...
ლადო
23 მარტი 2024 11:04
6
და კომტრშეტევებზე არაბიძე საჯარიმომდე გამოედევნება მეტოქეს? კვარაც ვერ აკეთებდა ნორმალურად წინა სეზონში მაგას, ასე რომ სივრცეებს დატოვებდა, საქ. ჩემპის ტემპით გაუჭირდება ფიზიკურად თორემ შეტევაში ეგ ზე სასარგებლო იქნებოდა მარტო შორიდან დარტყმა რად ღირს ეგრე ვერავინ ურტყავს ნაკრებში, თუმცა რომ მოხდეს კარგი და გავიდეთ ევროპაზე არაბიძე ნამდვილად წასაყვანია მთელი თვე ექნებქ წინ დასახვეწად
რრრ
23 მარტი 2024 14:07
4
კი მაგრამ ვის მაგივრად უნდა ათამაშო? ეგ კი არა მიქაუტაძე ვერ მოხვდება სავარაუდოთ სასტავში
სიმართლე
23 მარტი 2024 12:42
5
კვარას ამაზე მნიშვნელოვანნი თამაში არ ჰქონია კარიერაში. ასე რომ მგონია საოცრებებს ჩაიდენს და მაქსიმალურს დადებს.
რაბუ
23 მარტი 2024 10:35
4
ხვიჩამ უნდა აიღოს ლიდერობა თავზე. ევროპაში ყველაზე მეტს მაგი თამაშობს და იტალიის ჩემპიონატი ხელწამოსაკრავი არაა. რა თქმა უნდა სანიოლმა სწორი ტაქტიკა უნდა აირჩიოს. პლიუს მთელი გუნდის თავდაუზოგავი თამაში. ასეთი მნიშვნელობის თამაში ბევრ მათგანს შეიძლება აღარც ქონდეს მთელი კარიერის მანძილზე
გიო
23 მარტი 2024 23:08
1
ლუქსემბურგთან ჩაკვემ ის ხარისხი გვიჩვენა,როგორსაც ტრავმამდე გვიჩვენებდა.შეიძლება ითქვას,რომ როგორც შეტევის ორგანიზატორი,მაშინდელზე საგრძნობლად უკეთესიც იყო,მაგრამ როგორც შეტევის დამაგვირგვინებელი,არ იყო მაშინდელივით ნაყოფიერი და ახლა,უკვე ამ კომპონენტის ამოქაჩვას ველოდები.დიდხანს არც ეგ დააგვიანებს,დარწმუნებული ვარ და როცა ეს მოხდება,საქართველოს ნაკრები,უკვე ევროპის ჩემპიონატის,ღირსეული მონაწილის დონეზე გავა.გვრჩება დაცვის პრობლემები,თუმცა იქ,კ ჩვენი ახალგაზრდობა გამოცდილებას იკრებს და უახლოეს მომავალში,ძველ გვარდიას,ღირსეულ კონკურენციას გაუწევენ.
სოსო
23 მარტი 2024 09:48
2
ჩვენი დაცვა სერიოზული მისახედია, თავიდანვე გოლები თუ გაუშვეს მერე მთელი გუნდის განწყობაზეც მოქმედებს და ძნელია ამოქაჩვა
რონი
23 მარტი 2024 23:48
1
მხუთავი აირი მე ვიქნები ჯოისტიკზე თუ შემაერთებთ
Ooo
23 მარტი 2024 05:44
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული