ნაკრების ექიმმა კვარაცხელიას და შენგელიას ტრავმებზე კომენტარი გააკეთა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ექიმმა დათო ხარაბაძემ ხვიჩა კვარაცხელიას და ლევან შენგელიას ტრავმებზე კომენტარი გააკეთა.

"ხვიჩა კვარაცხელია ნორმალურად არის, დაჭიმულობა იყო უბრალოდ. ხვიჩა ყველა თამაშს უცვლელად თამაშობს სერია A-ში და ეს დიდი დატვირთვაა. უკვე სეზონის ბოლოა, ამიტომ კუნთების პრობლემამ იჩინა თავი.

რაც შეეხება ლევან შენგელიას, მან კოჭ-წვივის სახსრის ტრავმა მიიღო და ახლახან მომივიდა რენტგენის დასკვნა. მას აქვს მცირე მოტეხილობა, მაგრამ საგანგაშო არაფერია, რამდენიმე კვირაში ის მწყობრში იქნება", - განაცხადა დათო ხარაბაძემ "მთავარი არხის" ეთერში.

მკითხველის კომენტარები / 19 /
ვრცელდება ხმა, რომ შენგელია ექიმთან გასასინჯად მამამ წაიყვანა თავის მანქანით. რამდენად მართალია? თუ ვისმეს შეუძლია უფრო რეალური ამბავი დაწერეთ. ძნელი დასაჯერებელია, რომ კაცმა რომელმაც ორ თამაშში მართლაც გული, სული და ხორციც დადო ექიმთან მამის წასაყვანი გახდა.
გიზოგ
11:14 29-03-2024
0
ყოჩაღ, ბიჭებო! ყველას ვულოცავ! მალე გამოჯანმრთელდი, ლევან!. ზაფხულში, იმედია, ყველა კარგად და ფორმაში იქნებით! წარმატებები!
alexandre
13:48 28-03-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული