დიაგნოზი ცნობილია - კვარაცხელიამ ნეაპოლში სამედიცინო შემოწმება გაიარა

AutoSharing Option

ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვების შემდეგ, დღეს დილით ნეაპოლში ჩავიდა და Pineta Grande-ს კლინიკაში სამედიცინო შემოწმება გაიარა.

კვარაცხელიას მარცხენა ბარძაყის მომხრელი კუნთის ძლიერი შეჭმუხვნა დაუდგინდა და 30 მარტს "ატალანტასთან" მისი თამაში ძალიან საეჭვოა.

ხვიჩამ კასტელ ვოლტურნოს ბაზაზე თერაპიის კურსი გაიარა და სატრენაჟორო დარბაზში მსუბუქად დაიტვირთა. ნეაპოლური გამოცემების ცნობით, ხვიჩას ბერგამოელებთან მატჩში მონაწილეობის საკითხი უახლოეს საათებში გადაწყდება, თუმცა ამის შანსი მცირეა და მის ნაცვლად სასტარტოში, სავარაუდოდ, ჯაკომო რასპადორი იქნება.

არა უშავს, "ნაპოლის" უფრო მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელებიც ჰყავს და ქართველის
გარეშე ფონს გასვლას შეეცადონ. მთავარია, "კვარამ" ტრავმა ბოლომდე მოირჩინოს, შემდეგ კლუბში ითამაშოს და ივნისში ჩვენს ეროვნულ გუნდს სათანადოდ დაეხმაროს.

მკითხველის კომენტარები / 23 /
კიდე კაი პენალტი არ დაარტყა და მანამდე გავიდა.
ელდარი
14:02 29-03-2024
4
ხვიჩამ, რომ მთლიანად თავის პოზიციაზე ითამაშოს მაშინ ჩაკვე უნდა დასვან.
Sul ს
11:46 29-03-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული