კვარაცხელიას გარეშე - უსახური "ნაპოლი" "სახლში "ატალანტასთან" განადგურდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს 30-ე ტურში "ნაპოლი", რომელსაც ტრავმის გამო ხვიჩა კვარაცხელია ვერ დაეხმარა, საკუთარ მოედანზე "ატალანტასთან" 0:3 დამარცხდა.

მასპინძლები უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა აგრესიულად ვერ უტევდნენ, სტუმრებმა კი ორი მომენტი გამოიყენეს და პირველი ტაიმი 2:0 მოიგეს. შესვენების შემდეგ „ნაპოლიმ“ სიტუაციის შეცვლა სცადა, მაგრამ კიდევ ერთი გოლი გაუშვა და უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში მარცხი განიცადა.

"ნაპოლი" ჯერჯერობით 45 ქულით მეშვიდე ადგილზეა და 7 აპრილს გასვლაზე "მონცას" დაუპირისპირდება.

ნეაპოლი. "დიეგო მარადონა"
ნაპოლი - ატალანტა 0:3
გოლები: 0:1 მირანჩუკი (26), 0:2 სკამაკა (45), 0:3 კოპმეინერსი (88)

მკითხველის კომენტარები / 28 /
ნუ რას იზავ ძნელია ხვიჩას გარეშე თამაში
დავით 67
30 მარტი 2024 17:26
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული