კვარაცხელიას გარეშე - უსახური "ნაპოლი" "სახლში "ატალანტასთან" განადგურდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს 30-ე ტურში "ნაპოლი", რომელსაც ტრავმის გამო ხვიჩა კვარაცხელია ვერ დაეხმარა, საკუთარ მოედანზე "ატალანტასთან" 0:3 დამარცხდა.

მასპინძლები უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა აგრესიულად ვერ უტევდნენ, სტუმრებმა კი ორი მომენტი გამოიყენეს და პირველი ტაიმი 2:0 მოიგეს. შესვენების შემდეგ „ნაპოლიმ“ სიტუაციის შეცვლა სცადა, მაგრამ კიდევ ერთი გოლი გაუშვა და უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში მარცხი განიცადა.

"ნაპოლი" ჯერჯერობით 45 ქულით მეშვიდე ადგილზეა და 7 აპრილს გასვლაზე "მონცას" დაუპირისპირდება.

ნეაპოლი. "დიეგო მარადონა"
ნაპოლი - ატალანტა 0:3
გოლები: 0:1 მირანჩუკი (26), 0:2 სკამაკა (45), 0:3 კოპმეინერსი (88)

მკითხველის კომენტარები / 28 /
თამაშისთვის არ მიყურებია.ვიცოდი,რომ არ თამაშობდა და აღმოჩნდა,რომ არავითარი ინტერესი აღარ მქონია.ტაიმების ბოლოს,ორჯერ გადავრთე,ანგარიშები ვნახე,გოლებზე გადავახვიე და სულ ეს იყო.ხვიჩამ ყველანაირად უნდა აიძულოს დე ლაურენტისი,რომ გუნდიდან გაუშვას.მანდ არაფრის შანსი აღარ ექნება.არც ფინანსურად,არც მორალურად,არც სპორტულად და არც ფსიქოლოგიურად,ხვიჩას მანდ დარჩენის მიზეზი აღარ აქვს.
სოსო
31 მარტი 2024 19:49
0
ვინც კვარას ლანძღავდით, ახლა მაინც გაახილეთ თვალები და დაინახეთ, რომ მარტო მიათრევს გუნდს?
Რაგბის ფანი
30 მარტი 2024 21:53
13
სულ ტყუილი მოწოდებაა მეგობარო, ასეთი ხალხი სიმართლეს კი არა, იმას იჯერებს, რაც სურს რომ დაიჯეროს, თორემ ხვიჩას მნიშვნელობაზე ლაპარაკიც კი სასაცილოა - ერთადერთი კაცია, ვინც გუნდს თამაშიდან თამაშამდე დაათრევს
Რაგბის ფან - ს
31 მარტი 2024 10:31
1
ნეაპოლელებო მადლობა უთხარით ხვიჩას სერია A-დან რომ არ ვარდება წელს თქვენი გუნდი
გოჩა
30 მარტი 2024 21:51
6
ლაურენტესზე ამბობენ, დიდი მაყუთი აქვსო და ამ წუწურაქმა თახსირმა ეს ფული იშოვა თუ იპოვა? თუ სადმე უმუშევარ-გამოგდებული მწვრთნელი იყო, ყველა ნაპოლში მიიყვანა, ისეთი ახალი ფეხბურთელები იყიდა იაფად, მუქთად არავინ წაიყვანდა, მწვრთნელის საქმეში ერევა და გასახდელის გაკონტროლება უნდა, დაუსრულებელ ინტრიგებშია გახლართული და მოთამაშეები ერთმანეთს გადაკიდა, ყველამ ვნახეთ ბარსასთან, პოლიტანო ინტერვიუს აძლევდა ჟურნალისტს და ხელით გამოაგდო, ჟურნალისტს კამერა გაუტეხა, კვარას როგორ ექცევა ვხედავთ. მოკლედ, 21 - ე საუკუნის მონათფლობელია რა. ხვიჩას მაგრად გაამწარებენ მაგ გუნდში, არადა ყველა ხედავს, მის გარეშე ამჟავებული მწნილის ფასი აქვს ნაპოლის...
ბესო
30 მარტი 2024 21:22
3
ლაურენტისს ჰგონია იაფად ნაყიდი ფეხბურთელებით მაღალ მიზნებს მიაღწევს,მაგრამ ეს ერთხელ მოხდა შარშან და მორჩა,თან ძირითდად კვარას ხარჯზე.ვერც ერთმა წელს ნაყიდმა ვერ გაამართლა.მწვრთნელზეც დიდი ხელფასის მიცემა არ უნდა და შედეგიც სახეზეა.წელსც კვარას ხრჯზე აღწევს კიდევ რაღაცეებს.
მირო
30 მარტი 2024 20:31
7
კვარამ ევროპაზე უნდა იფრინოს და ჩემი აზრით ბუნდესლიგაში უნდა გადავიდეს, ბაუერბში თუ არა დორტმუნდში ან ლაიფციგში მაინც
ილო
30 მარტი 2024 19:59
35
ზოგჯერ ქართველებს ზედმეტი თავდაჯერებულობა და ამბიციურობა გვახასიათებს მაგრამ ხანდახან ზოგო ისეთ სასწაულს იტყვის ხოლმე რო რა ვიცი… ლაიპციგი რა ელიფ ელმასი კი არაა! რა უნდა ხვიჩას დონის მოთამაშეს ლაიპციგში? ლაიპციგში არა რენში გადავიდეს ბარემ ან მალოორკაში…..
Zaza
30 მარტი 2024 20:23
3
წარმატებები ხვიჩას და საქართველოს ნაკრებს!!!
tngh
30 მარტი 2024 19:48
3
და რა ძაან მკიდია ეხლა ეგ (არადა პირველი შემთხვევაა) კი არ იცის ლაურენტისმა:))
ანესთეზეოლოგი
30 მარტი 2024 19:38
3
ამ სეზონში ნაპოლი,ჩაძირულია ტიტანიკივით..ამ ტურის შემდეგ.10 ეულში თუ დარჩა..არც მომავალ სეზონში ჩანს რაიმე კარგის..ჩემი მოკრძალებული აზრი იყო და არის..უნდა წავიდეს .რიგორც კი რეალური ინტერესი იქნება..საშინელი და მართლაც უსახური ფეხბურთი თამაშა დღეს..კალცონა კი არ ამ გუნდს გვარდიოლა ვერ დაალაგებს..
კიეზა
30 მარტი 2024 19:35
3
მე პირველ ტაიმს ვუყურე, ჰოდა ხვიჩა კი არა მაგათ მამა ღმერთი ვერ უშველის. ჯობია ახალი კონტრაქტი, ხელფასის მომატება ხვიჩამ დაიკიდოს და უფრო კომფორტულ კლუბში გადავიდეს.
მწარე
30 მარტი 2024 19:20
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული