"დამიჯერეთ, ეს ტკბილეული კვარაცხელიასავით მსუბუქია" - ორი მიშლენის ვარსკვლავის მფლობელმა შეფ-მზარეულმა "ნაპოლის" ფეხბურთელები კერძებს შეადარა

AutoSharing Option
ცნობილმა იტალიელმა შეფ-მზარეულმა ჯენარინო ესპოზიტომ Radio Goal-თან ინტერვიუში იმ კერძების შესახებ ისაუბრა, რომლებიც ქალაქ ნეაპოლში აღდგომის დღესასწაულზე მზადდება.

ორი მიშლენის ვარსკვლავის მფლობელმა შეფ-მზარეულმა ერთ-ერთი ტკბილეული "კვარას" შეადარა.

"ჩვენთვის, ნეაპოლელებისთვის აღდგომა არის რიტუალი, რომელსაც იმ კერძების მომზადებით აღვნიშნავთ, რომლებიც ჩვენს ფესვებთან გვაბრუნებს.

ერთ-ერთი ასეთი კოლომბაა, ტკბილეული, რომელიც კვარაცხელიას სიმსუბუქესა და ელეგანტურობას აერთიანებს.

ასევე პასტიერა, დესერტი, რომელიც ოსიმენის მსგავსად, მუდამ ვითარდება. ეს ტკბილეული უამრავი რეცეპტით მზადდება, თუმცა სწორედ ეს მრავალფეროვნებაა ის, რაც ოსიმენს გუნდის სიმბოლოდ აქცევს.

სააღდგომო სუფრაზე კასატელოსაც შეხვდებით, ის ლობოტკასავით
მყარია, სლოვაკი ხომ ჩვენი გუნდის შეუცვლელი მეომარია", - განაცხადა ესპოზიტომ.

altSky Sport: კვარაცხელიას ძალიან უნდა, "ატალანტასთან" ითამაშოს, მაგრამ...

alt"მოედანზე გასვლის წინ გადავხვიეთ ერთმანეთს ხელი და ხვიჩა კვარაცხელიამ ასეთი სიტყვებით მიმართა ფეხბურთელებს..." - დავით ხარაბაძემ საბერძნეთთან მატჩამდე გასახდელში განვითარებული მოვლენები გაიხსენა

altნაკრების ექიმმა კვარაცხელიას და შენგელიას ტრავმებზე კომენტარი გააკეთა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული