მამარდაშვილის მეათე მშრალი მატჩი და დადებითი შეფასებები [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის 29-ე ტურში „ვალენსია“ საკუთარ მოედანზე „მალიორკასთან“ ფრეს დასჯერდა - 0:0.

მომენტები ბევრი არ იქმნებოდა, ყველაზე რეალური შესვენების შემდეგ მაპინძლებმა შექმნეს - საჯარიმოდან პეპელუს დარტყმული ბურთი მეკარისგან ძელს მოხვდა, დამატებაზე კი გონსალესმა ვერ შეძლო ძალიან ხელსაყრელი პოზიციიდან გატანა. შემდეგ დუროს თავური მეკარე გრეიფმა მოიგერია და საბოლოოდ გუნდებმა ქულები გაიყვეს.

„ღამურების“ მეკარე გიორგი მამარდაშვილმა კარგად ითამაშა, მიმდინარე ტურნირზე მეათე შეხვედრაში შეინახა კარი მშრალად და ანალიტიკური საიტებისგან მაღალი შეფასებები
დაიმსახურა: Sofascore 7.5, Flashscore 7.5, Whoscored 7.4.

„ვალენსია“ 41 ქულით მერვე ადგილზეა და 4 აპრილს გასვლაზე „გრანადას“ დაუპირისპირდება.

ვალენსია. „მესტალია“
ვალენსია - მალიორკა 0:0

altმამარდაშვილი დღეს "ვალენსიას" უკაპიტნებს? - ხვიჩა განაცხადს მიღმა და სხვა ქართველები

მკითხველის კომენტარები / 1 /
უნდა გაეტანა ვალენსიას :(((( ეკუთვნოდა მოგება
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული