ლიგა 2-ის 30-ე ტურში "ბორდო" პირველი ტაიმის შემდეგ სახლში "პარიზთან" 1:2 მარცხდება.
მასპინძელთაგან გოლი საქართველოს ნაკრებიდან დაბრუნებულმა ზურიკო დავითაშვილმა გაიტანა. ეს მიმდინარე ტურნირზე ჩატარებულ 29-ე მატჩში დავითაშვილის მეოთხე გოლია.
ამ შეხვედრამდე ჟირონდული გუნდის მწვრთნელმა ალბერტ რიერამ განაცხადა, რომ ზურიკოს გაცილებით მეტი შეუძლია და მისგან უფრო მაღალ შედეგიანობას ელის.