საქართველოს ნაკრებიდან დაბრუნებულმა მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველმა ზურიკო დავითაშვილმა ულამაზესი გოლი გაიტანა (ეს მიმდინარე ჩემპიონატზე მისი მეოთხე გოლია) და საგოლე გადაცემა გააკეთა.
ამ შეხვედრამდე ჟირონდული გუნდის მწვრთნელმა ალბერტ რიერამ განაცხადა, რომ ზურიკოს გაცილებით მეტი შეუძლია, მისგან უფრო მაღალ შედეგიანობას ელის და ქართველმა იმედები არ გაუცრუა.
ზურიკომ ანალიტიკური საიტებისგან ყველაზე მაღალი შეფასებები დაიმსახურა: flashscore 8.2. Sofascore 8.1.
ჟირონდული გუნდი 38 ქულით მე-12 ადგილზეა და 6 აპრილს სტუმრად „კანს“ დაუპირისპირდება.
ბორდო. „მატმიუტ-ატლანტიკი“
ბორდო - პარიზი 3:3
გოლები: 0:1 დიკო (34), 0:2 გოდენი (38), 1:2 დავითაშვილი (42), 2:2 ბარბე (48), 2:3 კებალი (52, პენ), 3:3 დიასი (90)
ზურიკო დავითაშვილის ბავშვი გაქრისტიანდა - დათის ერთ-ერთი ნათლია ხვიჩა კვარაცხელიაა [PHOTOS]
რას წერ ხვდები?!
დიახაც უნდა გვქონდეს რეალობის აღქმა ამაში გეთანხმები და არავინ ითხოვს ჯგუფიდან გასვლას,არც ჩეხეთზე და თურქეთზე ძლიერი გუნდი გვყავს და არც საბერძნეთზე მაგრამ მოტივაციამ რაც ქნა ნახე,დიახაც უნდა გაუჩნდეთ ამბიცია,დიახაც მოტივირებული უნდა იყვნენ,შეიძლება ქულაც ვერ ავიღოთ,შეიძლება ვინმეც გავაგოროთ...საფრანგეთის ჩემპიონატი ჩემთვის მეცხვარეების ლიგაა,ინგლისი კი დოღლიგა,მერე რა...არც ერთი არ ჯდება ჩემს გემოვნებაში და მაგიტომ,თორემ ინგლისში რო მაგარი სანახაობა და საფრანგეთი მარტო პსჟ არ არის კი ვიცი...
1. გერმანიის და საფრანგეთის ლიგებს თუ შევადარაბთ ინგლისს და ესპანეთს რა თქმა უნდა სხვაობა არის, თუმცა რაღაც გაგებით ესპანეთზეც შეიძლება ვთქვათ რო 2-3 გუნდის ლიგაა-მიუხედავად იმისა რო სევილია შიდა ჩემპიონატში დიდად ამბიციურად გამოდის. ინგლისურ კლუბები კიდე ძალიან იშვიათად იგებენ ევროპულ ტურნირებს და გამოდის რო ცუდი ჩემპიონატი აქვთ? ამ ჩემპიონატების მიმართ არსებობს ობიექტური შეფასებები და ჯობს იმით ვიხელძღვანელოთ.
2. ჩვენ ნაკრებს რაც შეეხება, კი ბატონო შესარჩევ ჯგუფში ბოლოსწინა ადგილზე გავდივართ ძირითადად. ასევე ერთხელ გავედით ბოლოზე და ერთხელ მესამეზე. სწორედაც მაგიტომაა მოგონილი ერთა ლიგა რო ბოლო პერიოდში შესარჩევი ციკლი აღარ ავლენს ე.წ. ანდერდოგებს (ხორვატიას ვერ ჩავთვლით), და ევროპულ ფეხბურთში ჩამოყალიბდა ერთგვარი ელიტა, რომელიც ევროპულ დონეზე დომინირებს, მაგრამ ვერ აჩვენებს შედეგს მსოფლიოზე.
3. ჩვენი გასვლა სე ემოციური მარტო იმიტო კი არაა რო პირველია, ან იმიტო რო რეალურად ჩვენზე ძლიერი ქვეყნის, ჩვენზე ძლიერი ნაკრები დავამარცხეთ, იმიტომაც რომ ამ ჩემპიონატზე ჩვენ ერთერთი ყველაზე ღარიბი, მცირერიცხოვანი და პრობლემებით დატვირთული ერი ვართ - ასე გვიცნობენ, მხოლოდ პრობლემებით... და ამ შემთხვევაში გაგვიცნობენ როგორც მებრძოლ, შრომისმოყვარე, ჯანსაღ ერს...