კვარაცხელიას დაბრუნება ჭიანურდება - ქართველი ვარსკვლავი სერია A-ს მომდევნო ტურშიც ვერ ითამაშებს?

AutoSharing Option
Arenanapoli-ს ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელიამ შესაძლოა, სერია A-ს მორიგი ტურის შეხვედრა გამოტოვოს, სადაც მისი "ნაპოლი" 7 აპრილს გასვლაზე "მონცას" დაუპირისპირდება.

ჩვენებურს მარცხენა ბარძაყის კუნთის დაჭიმულობა ჰქონდა, რის გამოც "ატალანტასთან" შეხვედრაში უკვე ვერ იასპარეზა.

1-ელ აპრილს ხვიჩამ ინდივიდუალური ვარჯიში დაიწყო, თუმცა გუნდთან ერთად სრულფასოვან წვრთნას ვერ გადის და დღესაც მარტომ ივარჯიშა.

ჩვენი იტალიელი კოლეგები წერენ, რომ კვარაცხელიას დღეს ექიმები შეამოწმებენ და მიიღებენ გადაწყვეტილებას, შეეძლება თუ არა თამაში "მონცასთან".
მკითხველის კომენტარები / 12 /
კვარა ნაკრებშიც ჭირდება და ნაპოლისაც,ამისათვის კარგი მომზადება და განვითარება ჭირდებაა!
ლუკა
12:46 06-04-2024
0
Dxes uvarjishia gundtan ertad,savaraudod itamashebs moncastan.
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული