ეს მამარდაშვილის წასვლის დადასტურებაა? - "ვალენსიამ" გამოცდილ მეკარესთან შეთანხმებას მიაღწია

AutoSharing Option
ავტორიტეტული ესპანური გამოცემა AS-ის ინფორმაციით, "ვალენსიამ" "რაიოს" მეკარე სტოლე დიმირრიევსკისთან სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია.

30 წლის ჩრდილომაკედონიელს მადრიდულ გუნდთან კონტრაქტი ამა წლის ზაფხულში ეწურება, რომელიც დიდი ალბათობით, აღარ გახანგრძლივდება.

ეს ყველაფერი კი იმას მოასწავებს, რომ "ღამურები" გიორგი მამარდაშვილის შემცვლელზე უკვე აქედანვე ზრუნავს.

სპორტულ პრესაში დიდი ხანია იწერება, რომ ქართველი კიპერის დამატება არაერთ ცნობილ გუნდს სურს, სულ ბოლოს კი ყველაზე ხშირად "ნიუკასლის" სახელი ჟღერს.
მკითხველის კომენტარები / 13 /
ევროპაზე თუ გაიბრწყინა მერე ნახეთ რიგი, მთავარია ევროპის ჩემპიონატამდე არავისთან გააფორმოს კონტრაქტი. მჯერა გიოსი რო ძალიან მაგრათ დაიცავს საქართველოს. წინ ბიჭებოოოოოო.
კახა
19:12 04-04-2024
3
ესპანურ ფეხბურთს კარგადაც იცნობს და მორგებულიცაა. გარდა ამისა ენა,კულტურა, გარემო... თუმცა ვალენსია ნამდვილად გადაშლილი ფურცელია უკვე, ატლეტიკოში ვიხილავდი სიამოვნებით გიორგის.
pablo
12:55 04-04-2024
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული