"მონცას" ბოლო დროს წარმატებული მატჩები ჰქონდა, გავარდნის საფრთხე აღარ აქვს და ე.წ. უმოტივაციო გუნდების კატეგორიაშია. პალადინოს გუნდის მეკარე მიკელე დე გრიგორიო შესრულებული "სეივების" პროცენტული მაჩვენებლით (80%) მეორე
"ნაპოლის" საშინელი სეზონი გამოსდის, მხოლოდ 45 ქულა. ამაზე ცუდად 2009-10 წლების შემდეგ არ გამოსულან, როცა ჩემპიონატი მეექვსე ადგილზე დაასრულეს... და როგორ გამოიყურება ხვიჩა კვარაცხელია? ის წარდგენილია მარტის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაში, თებერვლის შემდეგ კი, პენალტებიდან გატანილი გოლების გამოკლებით, მასზე მეტჯერ მეტოქის კარი არავის დაულაშქრავს - 5.
"ნაპოლი", ძირითადად, ხვიჩას გარეშე ემზადებოდა, ოსიმენს კი კარგა ხანია, არ გაუტანია...
ნეაპოლურ კლუბს "მონცასთან" ყოველთვის უჭირს. 1999-2000 წლებში, 4 მატჩში, გუნდებს თითო მოგება და ორი ფრე აქვთ, ბოლო ორი სეზონის განმავლობაში კი თითო მოგება და ერთი ფრე. კარგად გვემახსოვრება, სადებიუტო სეზონის მეორე ტურში "კვარამ" უახლოეს მოწინააღმდეგეს დუბლი შეუსრულა; იყო უკვე გაჩემპიონებული "ნაპოლის" მარცხი (0:2) მეორე წრეში, სადაც ქართველმა მეორე ტაიმში ითამაშა; ცოტა ხნის წინ, 29 დეკემბერს, უგოლო ფრე ნეაპოლში, კვარაცხელიას მეოთხე გაფრთხილება სეზონში და ამით გაბრაზებული მაცარის გაძევება...
ტრავმის შემდეგ ხვიჩამ უკვე გუნდთან ერთად ივარჯიშა და მას აუცილებლად ველით; იქნება თუ არა სასტარტოში, ამას მისი მომზადება გადაწყვეტს.
"სასუოლოსთან" ჰეთ-თრიკის შემდეგ, ვიქტორ ოსიმენს არ გაუტანია და ეს საქმე მოწყურებული ექნება. სირილ ნგონჟემ წინა ტურში ითამაშა და ახლაც გუნდთან ერთადაა.
შეხვედრას 46 წლის დანიელე დოვერი განსჯის, რომელიც ნეაპოლელებს ბოლოს 11 თებერვალს, "მილანთან" (0:1) წაგებულ მატჩში მოემსახურა.
ესპანური "ლა ლიგა" თასის ფინალის გამო ისვენებს. დღეს ჩვენებურების სხვა მატჩებიდან აღსანიშნავია გასავარდნ ზონაში მყოფი, გიორგი მიქაუტაძის "მეცის" სტუმრობა "ბრესტთან" (15:00 სთ). "ჟორჟი" გუნდის თვის ფეხბურთელის ნომინანტია; თასზე წარმატებული ოთარ კიტეიშვილის გრაცის "შტურმი" "ლასკს" უმასპინძლებს (16:30 სთ) ; პირველადგილოსანი ლაშა დვალისა და გიორგი ქვილითაიას "აპოელი" თემურ ქეცბაიასა და თავად ქვილითაიას ყოფილ კლუბს, "ანორთოსისს" დაუხვდება (18:00 სთ); პოლონეთში ნიკა კვეკვესკირის "ლეხი" "პოგონს" მიიღებს (17:00 სთ) და სამეულში შესვლას ეცდება!..
მამარდაშვილის მეთერთმეტე მშრალი მატჩი - "ვალენსიამ" "გრანადას" მოუგო [VIDEO]
კიტეიშვილის დაბრუნება - "შტურმმა" სტუმრად "ზალცბურგი" 4:3 დაამარცხა და ფინალში გავიდა