"ბარსელონას" ხვიჩას შეძენა გაუჭირდება, თუმცა ამ გრანდში ტრანსფერი რეალურია - რა ინფორმაცია ვრცელდება ქართველის მომავალ კლუბზე?

AutoSharing Option
რამდენიმე დღეა წამყვანი ესპანური გამოცემები აქტიურად იუწყებიან, რომ ხვიჩა კვარაცხელიას შეძენით "ბარსელონა" დაინტერესდა.

მიუხედავად ამისა, ტრანსფერი ნაკლებსავარაუდოა. არახალია, რომ "ბარსელონას" ფინანსური პრობლემები აქვს, ამის შესახებ "ბლაუგრანას" მთავარმა მწვრთნელმა ხავიმ Marca-სთან ინტერვიუშიც განაცხადა:

"შემადგენლობა ყოველთვის უნდა გაუმჯობესდეს. სატრანსფერო ფანჯარა ახლოვდება და ეს შანსია. ხელმძღვანელობასთან გამართულ შეხვედრაზე ბევრი ვისაუბრეთ. ვფიქრობ, ყველაფერი გამოვა. "ბარსელონას" გარკვეული ფინანსური პრობლემები აქვს, მაგრამ უნდა ვიმუშავოთ, რომ გუნდი უფრო გაძლიერდეს, შემადგენლობა კი კონკურენტუნარიანი გახდეს", - თქვა ესპანელმა სპეციალისტმა.

საქართველო ევრო 2024-ის ინფორმაციით, "ბარსელონა" "ნაპოლისთვის" სასურველი ფინანსური შეთავაზების გაკეთებას
ვერ ახერხებს და ამ ეტაპზე "კვარას" გადაბირების ყველაზე დიდი შანსი პსჟ-ს აქვს.

დიდია ალბათობა, სეზონის დასრულების შემდეგ ხვიჩამ "ნაპოლისთან" ახალ, გაუმჯობესებულ კონტრაქტს მოაწეროს ხელი და პარიზულმა კლუბმა მისი ტრანსფერის განხორციელება ამის შემდეგ სცადოს.

altTUTTO mercato WEB: კვარაცხელიას ტრანსფერში ამხელა თანხაზე "ნაპოლისთვის" უარის თქმა ძნელი იქნება

altAS: "ბარსელონა" "კვარას" ხელში ჩაგდებას ცდილობს - მხარეებს შორის კონტაქტები შედგა

მკითხველის კომენტარები / 4 /
არანაირი პსჟ.ესპანეთი ბარსა და კვლავ ბარსა კვარა იქ უნდა წავიდეს აუცილებლად.
ქომაგი
07 აპრილი 2024 03:25
1
ვარიანტი არ არის, არ გადავა. დაფრინავენ ბარსას პატარა ბიჭები, 2-3 წელიწადში უმაგრესი გუნდი დადგება. კვარა იქ დაიკარგება. ჯობია ნაპოლში დარჩეს, ნაპოლში ვარსკვლავია
ქომაგ - ს
08 აპრილი 2024 06:53
0
მიდი ხვიჩა, მამაშენს გაუხარდება თუ ბარსაში გადახვალ!:-)
ლაშა
06 აპრილი 2024 21:01
1
რეალურია თითქოს ეს ინფო, თანაც რასაც თვალი გადავავლე, ნორმალური გვერდია, სპორტსმენების ცოლების ბეჭდებზე არ წერენ
ბიძინა ვარ თაბაგარი, რა იყო?
06 აპრილი 2024 20:36
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული