„ნაპოლიმ“, რომელსაც ხვიჩა კვარაცხელია ტრავმის შემდეგ დაუბრუნდა, თავიდანვე დაეუფლა უპირატესობას და როგორც ხშირად ხდება, გოლი გაუშვა - ჟუან ჟეზუსს ჯურიჩმა დაასწრო და მერეტის კარი დალაშქრა. ცოტა ხანში შესანიშნავი შანსი დი ლორენცომ ვერ გამოიყენა. სტუმრები ბევრს უტევდნენ, მაგრამ მომენტების შექმნა უჭირდათ. 39-ე წუთზე ოსიმენი მეტოქის საჯარიმოში წაიქცა, ბურთი კვარაცხელიას მიუვიდა, მაგრამ მისი დარტყმული მეკარე დე გრეგორიომ მოიგერია და პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა.
მონცა. „U-Power სტადიუმი“
მონცა - ნაპოლი
გოლი: ჯურიჩი
ხვიჩას მომავალზე შეთანხმება შემდგარია - Corriere dello Sport კვარაცხელიას გადაწყვეტილებაზე წერს
კვარაცხელია და მიქაუტაძე დღეს ადრე ითამაშებენ - "ნაპოლი" ევროზონისთვის!..