![](https://sportall.ge/pictures/image5/9279138841f8836da75216e9cb74d92f.png)
"ეკიპმა" "მეცის" თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე ლიგა 1-ის 28-ე ტურის სიმბოლურ გუნდში დაასახელა.
მიქაუტაძემ "ბრესტთან" წაგებულ მატჩში (3:4) დუბლი შეასრულა და მეორედ მოხვდა პოპულარული ფრანგული გამოცემის სიმბოლურში.
გიორგიმ მიმდინარე სეზონში ჩემპიონატის 14 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.