მიქაუტაძე შეუჩერებელია - "ლანსთან" პირველ ტაიმში დუბლი შეასრულა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლიგა 1-ის 29-ე ტურში "ლანსთან" მატჩში "მეცის" თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ დუბლი შეასრულა.

სტუმრები პენალტით დაწინაურდნენ. 34-ე წუთზე მიქაუტაძემ ორი მცველი ჩამოიცილა და ცაციათი მეკარე ბრის სამბას ცხრიანში გაუტანა. კომპენსირებულ დროში კი გიორგი მეკარესთან პირისპირ გავიდა, დუბლი შეასრულა და პირველი ტაიმი მისმა გუნდმა 2:1 მოიგო.


გიორგიმ მიმდინარე სეზონში ჩემპიონატის 15 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.
მკითხველის კომენტარები / 13 /
კაცს თუ ფეხბურთზე ოდნავ მაინც გაქვს წარმოდგენა აიაქზე ცუდი როგორ უნდა თქვა მაგრამ მაინც - დიდი მოკითხვა ფეინოორდისგან დადუღებულ აიაქს
იბერია
13 აპრილი 2024 17:01
1
ამ თამაშს ნეტა აიაქსის წარმომადგენლებმა თუ უყურა?
55555
13 აპრილი 2024 10:34
0
აიაქსო აგერ მეცი-თ
გიორგი მიქაუტაძე
13 აპრილი 2024 03:54
0
საღოლ, მაგარი კომენტარი იყო, ბლომად ვიცინე!
bravo
13 აპრილი 2024 09:24
0
ჟორჟ გისურვებ საქართველო გაგეხარებინოს ევროპაზე, წარმატებები რამაზ შენგელიას შთამომავალო !!!
გიორგი
13 აპრილი 2024 02:30
1
ბომბარდირებში მერვე ადგილას გადავიდა, მბამპეს 15 ბურთით ჩამორჩება
75*
13 აპრილი 2024 01:12
1
ჟორჟიკ, შენ გენაცვალე!
ევროპააააა, მოვდივართ!!!
ქომაგი
13 აპრილი 2024 01:05
1
შენ გენაცვალე , გული მისკდებოდა როცა საქართველოს მოქალაქეობა შემოგთავაზეს უარი არ გეთქვა
აჩი
13 აპრილი 2024 00:10
1
ძალიან დიდი დრო დაკარგა გიომ აიაქსში , თუმცა მთავარია ფორმას იბრუნებს და ზედიზედ დუბლი გააკეთა , იმედია მეორე ტაიმშიც გაიტანს და მოიგებს მეცი ამ თამაშს , რომელიც უსიკვდილოდ სჭირდება. თუ დარჩა ლიგა 1 , რომც არ წავიდეს არსად ერთი წელი, ნებისმიერ გუნდში ითამაშებს მერე დარწმუნებული ვარ . აი ევროპაზე თუ გაიბრწყინა, რიგი დაუდგება მართლა აგვისტოში . წარმატებები გიო , არ გაჩერდე იცოდეე !!!
ATP 16
12 აპრილი 2024 23:59
1
2 ძმაო, 2!
ქომაგი
12 აპრილი 2024 23:53
1
დუბლიიიიიიიი❤
ქობულეთიდან
12 აპრილი 2024 23:50
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული