ჩემპიონშიფის 43-ე ტურში „უოტფორდი“ გასვლაზე „საუთჰემპტონთან“ 2:3 დამარცხდა.
თავიდან მასპინძლები 2:0 დაწინაურდნენ, შემდეგ სტუმრებმა ანგარიში გაათანაბრეს, მაგრამ ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ გოლი გაუშვეს და ზედიზედ ოთხი ფრის შემდეგ მარცხი განიცადეს.
სტუმართა გუნდის ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშა. მისი გარჯა ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: sofascore 6.9, flashscore 6.7, whoscored 6.5.
„უოტფორდი“ 52 ქულით მე-15 ადგილზეა და 20 აპრილს „ჰალს“ უმასპინძლებს.
საუთჰემპტონი. „სტ. მერისი“
საუთჰემპტონი - უოტფორდი 3:2
გოლები: 1:0 სმოლბონი (1), 2:0 ადამსი (20), 2:1 პორტეუსი (34), 2:2 კონე (86), 3:2 დაუნსი (90+9)