ჩაკვეტაძის "უოტფორდი" 90+9-ე წუთზე გაშვებული გოლით დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონშიფის 43-ე ტურში „უოტფორდი“ გასვლაზე „საუთჰემპტონთან“ 2:3 დამარცხდა.

თავიდან მასპინძლები 2:0 დაწინაურდნენ, შემდეგ სტუმრებმა ანგარიში გაათანაბრეს, მაგრამ ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ გოლი გაუშვეს და ზედიზედ ოთხი ფრის შემდეგ მარცხი განიცადეს.

სტუმართა გუნდის ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშა. მისი გარჯა ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: sofascore 6.9, flashscore 6.7, whoscored 6.5.

„უოტფორდი“ 52 ქულით მე-15 ადგილზეა და 20 აპრილს „ჰალს“ უმასპინძლებს.

საუთჰემპტონი. „სტ. მერისი“
საუთჰემპტონი - უოტფორდი 3:2
გოლები: 1:0 სმოლბონი (1), 2:0 ადამსი (20), 2:1 პორტეუსი (34), 2:2 კონე (86), 3:2 დაუნსი (90+9)
მკითხველის კომენტარები / 9 /
რაღაც ამბავში დაგეთანხმებოდი, მაგრამ ორი რამ არის გასათვალისწინებელი მეგობარო:
1. შეიძლება გუნდის ტაქტიკა არ უწყობს ხელს გამოავლინოს ყველა თავიდი პლუსი
3. იმ ხანგრძლივი ტრავმიანობის შემდეგ ისიც კარგია 90 წუთს რომ უძლებს ასეთ ინტენსიურ ჩემპიონატში. ფიზიკურად ძალიან აქვს მომატებული. პასის კულტურა ისედაც უმაღლეს დონეზე აქვს. დანარჩენი მოვა ნელნელა იმედია. ფაქტია რომ 1 წლის წინანდელთან შედარებით საოცრად მოუმატა ფიზიკურად. როგორ იბრძოლეს ცენტრში ბერძნებთან მან, ქოჩორამ და კიტემ
ჩემი აზრით
21:47 13-04-2024
1
რა არის აქ საკამათო? გიორგი რომ უმაღლესი კლასის ფეხბურთელია მგონი ეჭვი არავის გვეპარება მძიმე ტრამვის შემდეგ ნელნელა ფსიქოლოგიურათ და ფიზიკურათაც უკეთესობისკენ მიდის საქმე ბოლო წლებში ასეთი მხიარული სახეგახსნილი ჩაკვე გინახავთ ვინმეს? ხოდა მოითმინეთ ცოტაც აგერ ევროპა მოდის და მას აუცილებლათ შენიშნავენ ძლიერი ამბიციური კლუბების მესვეურები.
გიორგი
08:17 14-04-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული