"ნაპოლის" შანსი - იტალიიდან ჩემპიონთა ლიგაზე ხუთი გუნდი გადის და შეიძლება ექვსიც

AutoSharing Option
ევროპა ლიგის ნახევარფინალში "რომასა" და "ატალანტას", კონფერენს ლიგის ნახევარფინალში კი "ფიორენტინას" გასვლის შემდეგ გაირკვა, რომ იტალია მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ხუთი გუნდით იქნება წარმოდგენელი და შესაძლებელია ექვსითაც.

ამისთვის ევროპა ლიგა ერთ-ერთმა იტალიურმა გუნდმა უნდა მოიგოს, ოღონდ სერია A-ში ოთხეულს მიღმა უნდა დარჩეს.

ამჟამად "რომა" ჩემპიონატზე მეხუთე ადგილზეა, ხოლო "ატალანტა" - მეექვსეზე. 49 ქულით მერვე პოზიციაზე მყოფი ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" ბერგამოულ გუნდს მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება. ისიც გასათვალისწინებელია, რომ "რომასა" და "ატალანტას" 1 მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული, თუმცა ტურნირის
დასრულებამდე 6 ტურია დარჩენილი და ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

მკითხველის კომენტარები / 15 /
იტალიელები და ნაპოლი როგორმე თავის თავს მიხედავენ, ჩვენ ის ვიდარდოთ ქართულ გუნდებს რა პესპექტივა აქვთ მომავალ ევროტურნირებზე, ალაბათ არავითარი- მიუხედავათ ამდენი ბაქი-ბუქისა და ითუბ არხზე მეტ-ნაკლებად შეფუთული თამაშების ტრანსიაციისა სათამაშო თვალსაზრისით კიდევ უფრო ღრმათ ვართ იქ სადაც ვიყავით.....თუ არ და.....აღლდომა და ხვალეო....ისე რას გადაიციკლეთ ამ ნაპოლიზე, გუნდი მე-8 ადგილზეა ჩემპიონატში რა ჩემპიონთა ლიგა!! ან რა დააკლდება ამ ტურნირს ნაპოლის არ მონაწილეობით ან რა მოემატედა...იგივე ითქმის კვარაზეც-არ არის ჩ/ლიგა სამწუხაროდ მისი ტურნირი, წელს 8 თამაში ითამაშა და ვერც ერთი გოლის გატანა ვერ მოახერხა-ჩვენმა ამომავალმა თუ უკვე ამოსულმა ვასკვლავმა.. ვეღარ გავიგე..
kasho
10:13 19-04-2024
10
ამ ყვიჩამ ფეხბურთს მიხედოს ურჩიეთ ვინმემ.
44
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული