"მე რომ "გენკში" მივედი, ტროსარი გუნდიდან გაუშვეს, ახლა კი..." - რა განაცხადა ოქრიაშვილმა "არსენალის" შემტევზე?

AutoSharing Option
"იუთუბზე" გადაცემა "ლაი-ლაის" სტუმარი თბილისის "დინამოს" შემტევი თორნიკე ოქრიაშვილი გახლდათ. ქართველმა ფეხბურთელმა "გენკში" გატარებული პერიოდი გაიხსენა.

"როდესაც გენკში" გადავედი და ბელგიაში ჩავედი, მასაჟისტი, რომელიც გუნდში 30 წელი მუშაობდა, უკვე 80 წლის იყო... წარმოიდგინეთ, ამ გუნდში როგორ ფეხბურთელებს ჰქონდათ ნათამაშები... ეს კაცი მეუბნებოდა, შენნაირი ფეხბურთელი, დედას ვფიცავარ, გუნდში არ გვყოლიაო. მე კიდევ ისეთი რაღაცები გავაკეთე... ჩემი გუნდელები ახლა ზოგი "ლესტერში" თამაშობს, ზოგი "ლაციოში", "ჩელსიში", "არსენალში".

მაგალითად ლეანდრო ტროსარდი, მე რომ "გენკში" მივედი, გუნდიდან გაუშვეს იჯარით, ჩემს ადგილას თამაშობდა, მე რომ წამოვედი
გუნდიდან, დააბრუნეს და ახლა "არსენალში" თამაშობს", - განაცხადა ოქრიაშვილმა.

შეგახსენებთ, ოქრიაშვილი ბელგიური კლუბის ღირსებას 2014/2016 წლებში იცავდა.

alt"სანიოლი საპრესკონფერენციო ოთახში ვნახე და ასეთი რამ მითხრა" - რა განაცხადა თორნიკე ოქრიაშვილმა?

მკითხველის კომენტარები / 57 /
ყველა ასეთი იყო ერთეულების გარდა. იმიტომაც ვერასდროს ვესად ვერ გავედით! კვინტესენცია ქინქალაძე იყო. რომელზე ნიჭიერიც მარტო მარადონა მინახავს, მაგრამ რა? საშუალო დონეზეც კი ვერ ითამაშა. ერთი სეზონი პრემიერშიფში და მორჩა, ნაკრებში ჯამარაული სჯობდა
რეზო
23:30 19-04-2024
1
მოდი რა ეხლა ეს უაზრო პათეტიკა და მერე დითირამბები .
.ნაკრები არა კიდე. . .მარა ამას უკვე ძალიან ცუდი სუნი ასდის. . .სანიოლმა ესაუბრა და . . . როგორც ჩანს იაშვილი კობიაშვილმა უკვე მოუგვარეს. . ეს რომ აიყვანონ მართლა ,ყველაფერი ნათელი გახდება. . .მერე კიდე ცხვირწინ არ ქონდა ქინქლაძის ,აკობიას მაგალითები და კიდევ სხვების. . არა ბატონო უცებ ფული და კაი ცხოვრება. . ეგაა ამათი კრედო. . .ზივზივაძემბრაც ქნა თავით ეგეთ რამეს თავში გაივლებდა ვინმე არველაძეების თაობიდან? იმ პერიოდის ზღაპრული ტალანტის თაობიდან ქვეყნისთვის ფეხბურთი მარტო "კომუნისტმა" ქეცბაიამ ითამაშა.საკლუბო ვერაფრით ააწყო მაგრამ ნაკრებს გადაჰყვა.სხვებმა?. . .დღეს კი ხელებს აფათურებენ ბინძურადვ,ზოგი ფეხბურთში ზოგი პოლიტიკაში,ზოგი კი ქვეყნის დაქცევაში მონაწილეობს ამ დღეებში. . . მსგავსი სიტუაცია რომ ყოფილიყო იმ თქვენს ევროპაში ნებისმიერი თავმოყვარე მწვრთნელი მკაცრად დასჯისა ფეხბურთელებს,რისი უამრავი მაგალითიც ვიცით. . . გააღმერთეთ ვიღაც თოფურია და ორ დღეში დაამტკიცა რომ სულ ცალ ფეხზე კიდია თქვენი საქართველო.მერე დვალიშვილს გააღმერთებთ,რომელსაც ეხლაც მაგრად ჰკიდია ეს ქვეყანა.ტიპს თურმე სცხვენია რომ ქართველია,რადგან სტალინიც ქართველი ყოფილა თურმე. . .გერმანელს რაღაც არ წამოცდენია რომ ჰიტლერის გამო გერმანელებს მიტყდებაო მაგრამ აი ქართველმა. . . მერედა თურმე რამდენს უტყდება ანაოგიურად კაცოოოო. . .
ნაპოლეონი
16:38 19-04-2024
18
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული