დღეს, "ემპოლისთან" სერია A-ს 33-ე ტურის გასვლით მატჩში, "ნაპოლის" დისკვალიფიცირებული ამირ რაჰმანი და მარიო რუი და ტრავმირებული მატიას ოლივეირა ვერ დაეხმარებიან. ამიტომ მწვრთნელ ფრანჩესკო კალცონას იძულებითი ცვლილებების განხორციელება მოუწევს.
areanapoli-სა და calcionapoli24-ს ცნობით, "ნაპოლი" თამაშს შემდეგი შემადგენლობით დაიწყებს: მერეტი, დი ლორენცო, ოსტიგარდი, ჟუან ჟეზუსი, მაცოკი, ანგისა, ლობოტკა, ზილენსკი, პოლიტანო, კვარაცხელია, ოსიმენი.
ვინაიდან იტალია მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე შეიძლება ექვსი გუნდით იქნეს წარმოდგენილი, "ნაპოლის" ევროპის უპრესტიჟულეს ტურნირზე მონაწილეობის შანსი გაუჩნდა. სწორედ ამაზე ამახვილებს ყურადღებას ilmattino და აღნიშნავს, რომ ბოლომდე ბრძოლაა საჭირო,
მაგრამ ისედაც პრობლემურ დაცვას წამყვანი ფეხბურთელები გამოაკლდა და ასეთ პირობებში მიზნის მიღწევა რთული იქნება.
პირველ წრეში "ნაპოლი" "ემპოლისთან" საკუთარ მოედანზე კომპენსირებულ დროში გაშვებული გოლით 0:1 დამარცხდა. დღევანდელი შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
პესიმისტებო, შურიანებო, მერუსეებო, ამაღამ ვერ დაგეძინებათ. ასე მგონია.
სად ჯობია ნეტაა? რომელს აქვს მეტი ძალა? მეჩეთში რომ შევიდე, ან ბუდას ვთხოვო? სანიოლის საყდარი სადანაა არც ეგ იცით?