"ამსტერდამში კინაღამ ჭკუიდან გადავედი" - მიქაუტაძემ "აიაქსში" გატარებული საშინელი პერიოდი გაიხსენა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ, რომელიც „აიაქსიდან“ იჯარის წესით „მეცში“ დაბრუნდა, „ეკიპთან“ ამსტერდამულ გუნდში გატარებული პერიოდი გაიხსენა:

„ორ თვეზე მეტი სასტუმროში გავატარე, ოთახში მარტო ვიყავი, კინაღამ ჭკუიდან გადავედი. კლუბი ბინის მოძებნაში არ დამეხმარა. შემდეგ Airbnb-ზე საცხოვრებელი ფართი ვიქირავე, სადაც ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ჩემს ოჯახთან ერთად ვცხოვრობდი.

იქ არავის არ ვიცნობდი, მათ ენაზე ვერ ვლაპარაკობდი, წარმატების მისაღწევად პირობები არ მქონდა. ყველა ფეხბურთელი თავს კარგად ყოფნისთვის პატივისცემას უნდა გრძნობდეს. ეს მოთამაშისთვის აუცილებელია. იმედგაცრუებული ვიყავი. რაც „მეცში“ იჯარით წამოვედი, ჩემი ამბავი საერთოდ არ
უკითხავთ. „აიაქსში“ ყველამ დამივიწყა“.

მიქაუტაძემ „მეცში“ დაბრუნების შემდეგ 7 გოლი გაიტანა და ფრანგული მედია მისი თამაშით აღფრთოვანებულია.

მკითხველის კომენტარები / 20 /
ვირმა რა იცის ხურმა რა ხილია!, "აიასს" იწუნებენ გრუზინᲩიკები.
43
ისე ლიტმანენიც ვინ ჩემი სალპინგიდისი იყო?
ქინქლაძე დღესაც სითის ლეგენდაა და ლიტმანენიც,კი თამაშობდა და თამაშობდა,მაგრამ არ იყო ქინქლაძეზე ძლიერი
Levani
04:26 21-04-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული