23:06 20-04-2024
ზურიკოს საგოლე გადაცემა - "ბორდო" კომპენსირებულ დროში კაცნაკლულ "სენტ-ეტიენთან" დამარცხდა [VIDEO]
AutoSharing Option
„ბორდო“ გამარჯვებასთან ახლოს იყო, მაგრამ კომპენსირებულ დროში ორი გოლი გაუშვა და წააგო.
სტუმართა გუნდის ნახევარმცველმა ზურიკო დავითაშვილმა ისევ კარგად ითამაშა და საგოლე პასი გააკეთა. მან ყვითელი ბარათი მიიღო და 83-ე წუთზე შეცვალეს.
დავითაშვილმა ზედიზედ მეოთხე მატჩში გამოიჩინა საგოლე მოქმედებით თავი. მის ანგარიშზე 32 მატჩში 5 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა. ქართველმა flashscore-სგან თავისი გუნდიდან ყველაზე მაღალი შეფასება, 7.1 მიიღო. Sofascore-მ მისი თამაში 7.2 ქულით შეაფასა.
ჟირონდული გუნდი 41 ქულით მე-14 ადგილზეა და 23 აპრილს „დიუნკერკს“ უმასპინძლებს.
სენტ-ეტიენი. „ჟოფრუა გიშარი“
სენტ-ეტიენი - ბორდო 2:1
გოლები: 0:1 დიასი (42), 1:1 კარდონა (90+1), 2:1 კარდონა (90+4)
გაძევება: ნადე (73, სენტ-ეტიენი)
მკითხველის კომენტარები / 2 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ცოდვაა ზურიკო ესეთ სუსტ გუნდში. როგორმე უნდა წავიდეს სადმე, თორემ გია გურულივით დაასრულებს კარიერას მეორე ლიგაში.
4
0
კაცნაკლული გუნდი ,თამაშს რომ შემოგიბრუნებს,რაღაა სალაპარაკო.არ მიყურებია,მაგრამ დაცვა ჰყავს ძალიან სუსტი.
14
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული