მამარდაშვილი "ატლეტიკოში" ობლაკის შეცვლის მთავარი კანდიდატია

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "ვალენსიას" მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა, შეიძლება კარიერა "ატლეტიკოში" გააგრძელოს.

Atlético Madrid News-ზე El Chiringuito-ს ჟურნალისტი ალექს სილვესტრე წერს, რომ იან ობლაკის წასვლის შემთხვევაში, მისი შეცვლის მთავარი კანდიდატი მამარდაშვილი იქნება. სილვესტრემ ადრეც რამდენჯერმე გვაუწყა, რომ "როხიბლანკო" გიორგის სამსახურითაა დაინტერესებული.

ქართველ მეკარეს "ვალენსიასთან" კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული და გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მას 35 მილიონ ევროზე ნაკლებად ვერ შეელევა.

მკითხველის კომენტარები / 10 /
ძალიან მაგარი იქნება ატლეტიკოში მისი გადასვლა. ნელ-ნელა ევროტურნირებს შეეჩვევა და მერე ვნახოთ კიდევ უფრო მაღალი მიზნებისთვის.
0
ატლეტიკო კი ტოპია და ფანტაატიური იქნება მამარდას მანდ თამაში მაგრამ გუნდური და შესაბამისად ინდივიდუალური ტუტულების მოგების კუთხით პირდაპირ ვთქვათ არასახარბიელო ვარიანტია. რადგან ეს ის შემთხვევაა როდესაც არ ვოცნებობთ და რეალური ამბიცია გვაქვს გიო ტოპ კლუბში წავიდეს მაშინ ატლეტიკოს ბუნებრივად ჯობია ბარსა, რეალი, იუვე, ინტერი, ბაიერნი, სიტი, არსენალი, ლივერპული, პსჟ…. ატლეტიკო მაინც დორტმუნდის, ნაპოლის, ლევერკუზენის, ტოტენჰემის, ჩელსის დონეა. თუ ტოპია ტოპი იყოს! წარმატებები გიო!
Zaza
23:27 23-04-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული