"კვარაცხელია "ნაპოლიში" ბედნიერი არაა" - ნეაპოლური გუნდის ყოფილი ფეხბურთელი

AutoSharing Option
„ნაპოლის“ ყოფილმა ნახევარმცველმა რაფაელე ამეტრანომ რადიო Marte-ს ეთერში განაცხადა, რომ ნეაპოლური გუნდის ფეხბურთელები უკმაყოფილოები არიან და თამაშის სურვილი არ აქვთ:

„ვფიქრობ, ყოველთვის უკეთესია ევროტურნირებზე მონაწილეობის მიღება, თუნდაც ისეთ უმნიშვნელოში, როგორიც კონფერენს ლიგაა, ვინაიდან, თუ გინდათ კარგი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული კონკურენტუნარიანი შემადგენლობა გყავდეთ, სერია A-სთან ერთად საერთაშორისო ტურნირებზე ასპარეზობაა საჭირო. კონფერენს ლიგა ის არაა, სადაც ყველა ფეხბურთელს თამაში სურს და არც გულშემატკივრებს ხიბლავს, თუმცა ასე სჯობია.

როგორც ჩანს, გუნდის წევრები უკმაყოფილოები არიან, თამაშის, ერთად ყოფნის და ურთიერთობის სურვილი დაკარგეს. მე ვხედავ ფეხბურთელებს,
რომლებიც ბედნიერები არ არიან, მაგალითად, კვარაცხელია. თვით ოსიმენმა ცოტა აგრესიულობა დაკარგა. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს სეზონის დასრულებას მოუთმენლად ელიან. სკუდეტოს მოპოვების შემდეგ ენთუზიაზმი დაკარგეს და მოტივირებულები არ არიან. მწვრთნელმა, ალბათ, კარგად იცის, ამ მომენტში ჯერ კიდევ ვის უნდა „ნაპოლისთვის“ იბრძოლოს“.

alt"კვარაცხელიას მარადონასთან შედარება ნაჩქარევი იყო" - "ნაპოლის" ყოფილმა ფეხბურთელმა გულშემატკივრებს მიმართა

მკითხველის კომენტარები / 20 /
მიდი შვილო ხვიჩუნეზე მიხედე საქმეს და გაახარე მთელი საქართველო! იცოდე მთელი საქართველო შენტანაა და ყურადღებას ნუ მიაქცევ ამ ერთ მუჭა თაღლით გაიძვეროვიჩის შნირებს და რუსების ტროლებს!
რობი
20:45 25-04-2024
10
იყვიროს, იყვიროს "ჩვენი გზა ევროპაშია"? და უფრო კარგად ითამაშებს.
ასეა!
18:56 25-04-2024
60
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული