ჯუღელი დე ლაურენტისს ამ კონკრეტულ პირობას წაუყენებს - ცნობილია, რას ითხოვს კვარაცხელიას მხარე "ნაპოლის" პრეზიდენტისგან

AutoSharing Option
La Gazzetta dello Sport უკვე წერდა, რომ მომდევნო კვირაში მამუკა ჯუღელი იტალიაში გაემგზავრება, სადაც "ნაპოლის" პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს შეხვდება.

დღეს კი იტალიური გამოცემა უკვე იმ დეტალებს აქვეყნებს, რა მოთხოვნებიც კვარაცხელიას აგენტს "პარტენოპეის" მესაკუთრესთან ექნება.

"ბარსელონა" კვარაცხელიაზე ზეწოლას აგრძელებს, ჯუღელს კი სურს გაიგოს, თუ რა არის იტალიური კლუბის განზრახვა. ის კონკრეტული წინადადებით შეხვდება დე ლაურენტისს და მოსთხოვს, რომ ხვიჩას ხელფასი 5 მილიონი ევრო გახდეს და ამას ბონუსებიც დაემატოს.

პრეზიდენტი კი მზადაა მხოლოდ 4,5 მილიონი გადაიხადოს და ისიც ბონუსების ჩათვლით. ამ
დროისთვის დე ლაურენტისის პოზიციის შერყევა ძალიან რთული იქნება, რადგან "ბარსელონას" ფინანსური პრობლემებიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ კატალონიელთა მხრიდან "პარტენოპეის" მოთხოვნილი თანხის გადახდა ძალიან რთული იქნება", - წერს გამოცემა.
მკითხველის კომენტარები / 18 /
არ უნდა დათანხმდეს, 2029 წლამდე ნაპოლში მტერი დარჩა. უფრო მეტიც - ხელფასის მომატებაზეც კი არ უნდა ამოიღოს ხმა, ახლა უსამართლოდ დაჩაგრულად თვლიან, ყველა უთანაგრძნობს და ლაურენტესს ლანძღავს, მომატებული ფული თუ აიღო და თუნდაც ერთი თამაში არ გამოუვიდა, ყველას უარყოფითი რეაქცია მისკენ წამოვა - ლაურენტესი კიდევ, ხელებს გაშლის, რასაც ითხოვდა მივეცი, მართალი კაცი ვარო...
ბესო
16:14 27-04-2024
2
1.5 მილიონიანი ხელფასის მქონე ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა არის 130 მილიონი ?
ცოტა გასაკვირი ხომ არაა ?
ბესო
20:28 27-04-2024
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული